გლობალური პერსპექტივა 25

დედამიწის უმწეონი: ლტოლვილები

გლობალური პერსპექტივა 25

გლობალური პერსპექტივა 25.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

დედამიწის უმწეონი: ლტოლვილები

როგორს მოგეხსენებათ 20 ივნისი „მსოფლიო ლტოლვილთა დღე“-დ აღინიშნება. მართალია ადამიანთა მოდგმა მსოფლიოს ერთად იზიარებს,  მაგრამ, არის გარკვეული პრობლემები, რომლების შესახებაც მხოლოდ საუბრებით ვკმაყოფილდებით...

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ბოლო მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით, 65-70 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს ხოლო  400 მილიონი ადამიანი კი უსახლკაროდაა დარჩენილი. რიცხვები ყველასათვის ნათელია, მაგრამ ამით მხოლოდ ისინი წუხდებიან, ვისაც სინდისის გრძნობა გააჩნია.  თუმცა,   უსახლკაროების  ტანჯვა, ცრემლები, სიკვდილი, ზეწოლა და  დეპორტაციები ამ რიცხვებს საკმარისად აჭარბებს. გარდა ამისა,  ყოველი ლტოლვილის ცხოვრება პირდაპირ სავალალოა. სინამდვილეში კი ყოველი მიგრაცია, იმ ხალხის ათასწლოვანი და ძირეული ტრადიციებისგან დაშორებაა. განა ვინ ისურვებს საუკუნოვანი წარსულის მიტოვებას და არა-რაობით მოცულ ნავსადგურებში  მისვლას? ყოველი მიგრაცია, საუკუნოვანი წარსულის მიტოვება და მომავლისადმი ყოველგვარი იმედების გაცრუების საბოლოო გადაწყვეტილებაა. 

დღეისათვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ყველაზე მეტი ლტოლვილი სირიიდან, ავღანეთიდან, სამხრეთ სუდანიდან და სომალიდან იმყოფებიან. ყველაზე სავალალო კი აქ ისაა, რომ 2010 წელში ყველაზე მეტი ლტოლვილის მიმღები ქვეყანა სირია გახლდათ, მაგრამ დღეისათვის ყველაზე მეტი ლტოლვილი სირიიდან არის წასული სხვადასხვა ქვეყანაში. მათ ვისაც სიმართლის დანახვა სურს, ისტორიაში მსგავსი მაგალითების მრავლად ნახვა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს ისეთი ერი,  რომელიც მიგრაციაში არ მომხვდარა ან კიდევ მიგრანტები არ მიუღია. იმ ქვეყნებიდან, რომლებიდანაც ყველაზე მეტი ადამიანები მიდიან ემიგრაციაში, აუცილებლად მათ შიდა პოლიტიკაში დასავლეთის ხელია გარეული. გლობალური სტრატეგიის კონფლიქტებში კი ყველაზე მეტად სწორედ ლტოლვილები ზარალდებიან.  

რა თქმა უნდა ლტოლვილების  პრობლემა მხოლოდ გლობალური სტრატეგიის კონფლიქტებიდან გამომდინარე არ არის, არამედ ქვეყნების შიდა პრობლემები, ცუდი მმართველობა, პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემები და სხვა საკითხებიც გახლავთ. მიგრაციის გამომწვევ მიზეზთაგან ერთ-ერთიც,  გლობალური დათბობაა. ამ უდიდესი პრობლემის მოგვარებას დიდი ჯაფა სჭირდება. მაგრამ, ხანდახან მცირე ქმედებებითაც შიძლება მისი მოგვარება. მაგალითად,  აფრიკის ერთ-ერთ სოფელში სასმელი წყლის ჭის ამოთხრამ,  რომლის ღირებულება არც თუ ისე დიდია, ამ სოფელის მცხოვრებლების მიგრაცია  შეიძლება შეაჩეროს.

მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ მათი რთული ცხოვრების შესახებ კვლევებით უნდა შემოვიფარგლოთ? ნუთუ ამ ყველაფრის პასუხისმგებლებს არანაირი პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ? რა თქმა უნდა იმ ქვეყნების მმართველები, რომლების ცუდი და არასწორი პოლიტიკის გამო ამდენი ადამიანი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, მათდამი ღია კრიტიკას არ უნდა მოვერიდოთ. ასევე არაადამიანური ქმედებებით გლობალური სტრატეგიის კონფლიქტის გამომწვევი ყველა ძალაც უნდა გამოვააშკარავოთ. ასევე ამდაგვარი პოლიტიკის წინააღმდეგ გამომსვლელ პოლიტიკოსებს თუ სხვა საზოგადო მოღვაწეებსაც უნდა დავუჭიროთ მხარი.

სირიელი მიგრანტებს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები არ არიან, თურქეთი, ლიბანი და იორდანია იფარავს.  თურქეთის ქილისის რეგიონი ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობაზე მეტ სირიელ მიგრანტს იფარავს. სირიის კრიზისიდან მოყოლებული თურქეთში დაბადებული სირიელი ბავშვის რაოდენობა 300 ათასზე მეტია.  მეორეს მხრივ, გლობალური მოთამაშეები სირიის კრიზისში სასურველზე  უფრო მეტად   არიან ჩართული. სირიის მიმართ მათი ყურადღება, რა თქმა უნდა მხოლოდ მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეა. მართლაც,   მათი მთავარი ინტერესი  იარაღის გაყიდვასთან ერთად,   უფრო მეტი არასტაბილურობის შექმნაა.

ადამიანობიდან, რწმენიდან, ზოგადსაკაცობრიო ინტერესებიდან, სინდისიდან თუ იდეოლოგიიდან გამომდინარე,  რა სახითაც არ უნდა მოხდეს,  სართაშორისო საზოგადოება უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ლტოლვილთა საკითხის მოგვარებაში. ამ ყველაფრის განხორციელება კი,  საერთაშორისო მოთამაშეების ნაცვლად, შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით  მოხდეს. გლობალური ცნობიერებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ და უფრო მეტი ანგარიშები  მოამზადონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა,  არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა,  არამედ ყველა ადამიანმაც  დამოუკიდებლად უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი  ამ საქმეში

წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები