აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მძაფრდება

ამერიკამ ჩინურ პროდუქციას ახალი საბაჟო გადასახადები დაუწესა

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მძაფრდება

 

აშშ-ს ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაიწყო ჩინეთიდან იმპორტირებული 34 მილიარდი დოლარის ღირებულების 800-ზე მეტ პროდუქტზე 25%-იანი დამატებითი საბაჟო გადასახადის დაწესება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ "ტექნოლოგიური ქურდობისა  და უსამართლო ვაჭრობის პრაქტიკის" გამო, პეკინის მიმართ დამატებითი საბაჟო გადასახადები დააწესოს და მისი ცხოვრებაში გატარება დღეს  00.01 საათიდან დაიწყო.

დამატებით 25%-იანი საბაჟო გადასახადი ჩინეთის თავდაცვის, კოსმოსური და საწარმოო სექტორების ბაზარს ეხება რა, 34 მილიარდი დოლარის ღირებულებით 818 პროდუქტს მოიცავს, მათ შორის არის ბირთვული რეაქტორები, გაზის ტურბინები, საჰაერო და გაზის ლიქიფიციტები, ღუმელები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები და ა.შ.

თეთრი სახლის განცხადებით, ახალი გადასახადების მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 16 მილიარდი დოლარის ღირებულების 300 პროდუქციას, ძალაში შევა ამ თვის მესამე კვირიდან.

პეკინის ადმინისტრაცია დღეს  საპასუხო ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, რაც ვაშინგტონის მიერ განხორციელებული საბაჟო გადასახადების ექვივალენტური იქნება.



მსგავსი ინფორმაციები