ტრამპის სამიზნე ამჯერად ნატოს წევრი ქვეყნები გახდნენ

ტრამპის სამიზნე ამჯერად ნატოს წევრი ქვეყნები გახდნენ

ტრამპის სამიზნე ამჯერად ნატოს წევრი ქვეყნები გახდნენ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის ქვეყნებს აკრიტიკებს და მათ გადასახადების გადაუხდელობაში ადანაშაულებს. „ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ, არამხოლოდ საკუთარ ვალდებულებებს არ  ასრულებენ, თავდაცვის სფეროში ხარჯების გაზრდას 2 პროცენტამდე, რაც საკმაოდ დაბალია, არამედ უკვე წლებია, გადასახადების გადახდას თავს არიდებენ.  ნეტა თუ აანაზღაურებენ ისინი აშშ-ს ხარჯებს?“ ნათქვამია ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტრამპმა 2016 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავდაცვის სფეროში ნატოს ხარჯების 2%-მდე არ გამზრდელი ქვეყნების მიმართ აცხადებდა, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებელი ქვეყნების მიმართ შესაბამისად იმოქმედებდა. ტრამპი ამ განცხადებებით ხშირად გერმანიის მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა. ტრამპის ამ განცხადებას  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, დონალდ ტუსკმა უპასუხა და ტრამპს მოკავშირეების დაფასებისკენ მოუწოდა.  მეორეს მხრივ დღეს ნატოს სამიტზე დასასწრებად ჩასულმა აშშ-ს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა რა დროსაც განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის მძევალია.



მსგავსი ინფორმაციები