რუსეთიც საპასუხო სანქციებს გაატარებს ამერიკის მიმართ

დოლარის გამოყენება რუსეთში შემცირდება

რუსეთიც საპასუხო სანქციებს გაატარებს ამერიკის მიმართ

 

რუსეთმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები უკუ რეაქციას გამოიწვევს.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ-ს ხელში, დოლარი მეტად საშიში ინსტრუმენტი გახდა, ამიტომაც ნავთობით ვაჭრობაში შეიძლება ეროვნულ ვალუტაზე გადავიდნენ, ანდა, დოლარის გარდა სხვა ქვეყნების ვალუტები გამოიყენონ.

მისივე თქმით, ამერიკული სანქციების გამო დოლარის გამოყენებას შეამცირებენ, ხოლო მის ნაცვლად გაზრდიან ევროს და ჩინური იუანის გამოყენებას.

“ჩვენ რუსეთში მოქმედ ამერიკულ ფირმებზე საპასუხო სანქციებს დავაწესებთ“, ხაზგასმით განაცხადა სილუანოვმა



მსგავსი ინფორმაციები