ინდონეზიაში მიწისძვრითა და ცუნამის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 2 ათას 65-მდე გაიზარდა

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე მიწისძვრითა და ცუნამის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 2 ათას 65-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მიწისძვრითა და ცუნამის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 2 ათას 65-მდე გაიზარდა

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე მიწისძვრითა და ცუნამის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 2 ათას 65-მდე გაიზარდა.

გაზეთი Republika-ს ინფორმაციით, რეგიონში მყოფმა სამხედრო უფლებამოსილებმა განაცხადეს, რომ 28 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრისა და შემდეგ ცუნამის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 2 ათას 65-მდე გაიზარდა, ოჯახების შეტყობინებების მიხედვით კი დაკარგულია 680 ადამიანი.

უფლებამოსილთა განცხადებით, რეგიონში ოფიციალურად წარმოებული სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დღეს დასრულდება, მოხალისეებსა და დაკარგულთა ოჯახებს სამძებრო სამუშაოების გაგრძელება შეეძლებათ და რეგიონში საგანგებო მდგომარეობის სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება.

ამავდროულად, ქვეყნის აღმოსავლეთ ჟავას პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სიტუბონდოს ღია წყლებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შტატის გაიამის რეგიონში იგრძნობოდა და აქ 3 ადამიანი დაიღუპა.

განცხადების მეხდვით, მიწისძვრის ბიძგები კუნძულ ბალის ჯემბრანას რეგიონშიც იგრძნობოდა და იქ ზოგიერთი სახლი დაზიანდა.

 


საკვანძო სიტყვები: ცუნამი , მიწისძვრა , ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები