შევქეთ მირზიოევი საფრანგეთში იმყოფება

შევქეთ მირზიოევი საფრანგეთში იმყოფება

შევქეთ მირზიოევი საფრანგეთში იმყოფება

უზბეკეთის პრეზიდენტ,  შევქეთ მირზიოევმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ამ ქვეყანასთან 5 მილიარდი ევროს ინვესტიციებს მოაწერა ხელი. პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული განცხადების მიხედვით, მირზიოევმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი ევროპული ვიზიტი საფრანგეთში განახორციელა. მირზიოევმა საფრანგეთში თავის ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონს და საფრანგეთის  ბიზნეს-სექტორის  წარმომადგენლებს  შეხვდა. მირზიოევ-მაკრონის შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, ავღანეთში მიმდინარე მოვლენები და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული. ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ სატრანსპორტო, ტურიზმის, სამხედრო, ტექნიკური დახმარების, კოსმოსური კვლევების, საინვესტიციო, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. უზბეკეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის ბიზნეს-სექტორის  წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დროს ისინი, მის ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად მიიწვია.



მსგავსი ინფორმაციები