ამერიკა ჯემალ ხაშიგის მკვლელობაზე სრულ ანგარიშს გამოაქვეყნებს

ტრამპი კალიფორნიაში ჩავიდა

ამერიკა ჯემალ ხაშიგის მკვლელობაზე სრულ ანგარიშს გამოაქვეყნებს

აშშ-შ პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ჯახოგის მკვლელობასთან დაკავშირებით სრულ ანგარიშს უახლოეს დღეებში  გამოაქვეყნებს. კალიფორნიის შტატებში ძლიერი ხანძრის შედეგად დაზარალებული ტეროტორიის მონახულების მიზნით იქ ჩასულმა ტრამპმა,  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ინფორმაციით, საუდელი ჟურნალისტის, ჯემალ ხაშოგის  მკვლელობაში დამნაშავე საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანია. თუმცა, ტრამპმა განაცხადა, რომ მედიის მეშვეობით გამოქვეყნებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნა არ იყო საბოლოო. აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში კი ნათქვამი იქნება, ვინ  მოკლა ხაშოგი.  ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასევე დასძინა, რომ CIA-ს დირექტორთან ამ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი ჰქონდა რა,  უახლოეს დღეებში დაწვრილებით ანგარიშს გამოაქვეყნებენ.

მეორეს მხრივ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს  პრესმდივანმა ჰიზერ ნოიერტმაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა და სახელმწიფომ მდივან, მაიკ პომპეომ CIA-ს დირექტორთან სატელეფონო საუბარი გამართეს, მაგრამ ის განცხადება, რომ აშშ-მ ჟურნალისტ ჯემალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ საბოლოო ანგარიში მოამზადა, სიმართლეს არ შეესაბამება.



მსგავსი ინფორმაციები