აქტუალური თემის ანალიზი 48/2018

„ბრექსიტი“-ს პროცესი

აქტუალური თემის ანალიზი 48/2018

აქტუალური თემის ანალიზი 48/2018

„ბრექსიტი“-ს პროცესი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

2016 წლის ივნისში ინგლისის მოსახელობამ მათი ქვეყნის ევროკავშირიდან გამოყოფის გადაწყვეტილება რეფერენდუმზე მიიღო. რეფერენდუმის შემდეგ კი ინგლისის მთავრობამ ევროკავშირთან და კავშირის სხვა 27 წევრ ქვეყანასთან მოლაპარაკებები დაიწყო. პროცესის ბოლოს, რომლის მანძილზეც ბევრმა მინისტრმა დატოვა თანამდებობა, ინგლისსა და ევროკავშირს შორის 600 ფურცლიანი გასვლის შეთანხმება იქნა მიღწეული. შეთანხმებას, რომლის ტექსტზეც მხარეები 25 ნოემბერს შეთანხმდნენ, ინგლისის პარლამენტი კენჭს 11 დეკემბერს უყრის. ინგლისის პარლამენტის ბევრი წევრი აცხადებს, რომ ამ შეთანხმებას არ იზიარებს და მას მხარს არ დაუჭერს, რითაც საფრთხე ექმნება შეთანხმებისთვის უმრავლესობის მიღწევას.

იმ შემთხვევაში, თუ ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის თარიღამდე მხარეებს შორის შეთანხმება არ გაფორმდება და მას პარლამენტი არ დაამტკიცებს, ინგლისი ევროკავშირს რთულად დატოვებს. ამის თავიდან ასაცილებლად  ტერეზა მეის მმართველობით ინგლისის ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ინგლისის გასვლის გამო მწუხარებას გამოთქვამენ, თუმცა შეთანხმების მიღწევის გამო კმაყოფილება გამოხატეს. განსაკუთრებით ინგლისის მიერ კავშირის დატოვების შემდეგ, იმისთვის რომ ხელი შეუშალონ სხვა ქვეყნების მიერაც კავშირის დატოვებას, ევროკავშირის მიერ ინგლისს მისთვის უზრუნველყოფილი უპირატესობები დიდწილად ჩამოართვეს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის "ბრექსიტი"-ს შეთანხმებას ყველაზე დიდი ხანი ესპანეთი ეწინააღმდეგებოდა. ესპანეთის სამხრეთით მდებარე გიბრალტარის რეგიონის მდებარეობამ ესპანეთის მთავრობის ვეტოს საფრთხე გამოიწვია. გიბრალტარი 1713 წლიდან ინგლისის დაქვემდებარებაშია, თუმცა ესპანეთის მთავრობა გიბრალტარზე პრეტენზიას ისევ აცხადებს. "ბრექსიტი"-ს შეთანხმების მუხლებით საზღვრის გადაკვეთის განსაზღვრა ესპანეთზე გიბრალტარის საკითხში გავლენას იქონიებს. ამ კუთხით ესპანეთის მთავრობამ პრეტენზიები ევროკავშირის წარმომადგენლებს მოახსენა და გიბრალტარისათვის მოთხოვნილი გარანტიების მიღების შემდეგ უარი თქვა ვეტოს უფლების გამოყენებაზე.

ინგლისის ევროკავშირიდან გამოყოფის შემდეგ ხმელეთზე კიდევ ერთი საზღვარი ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის შეიქმნება. მხარეებს ორ რეგიონს შორის მკაცრი საზღვარი არ სურს, რის გამოც 2020 წლამდე გარდამავალი პერიოდის ამოქმედების და ირლანდიისთვის სპეციალური გამოსავლის მოძებნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ასპექტში ინგლისი გარდამავალ პერიოდში ევროკავშირის საბაჟო გაერთიანებაში დარჩება, მაგრამ ევროკავშირში ხმის უფლება არ ექნება. 

ინგლისსა და ევროკავშირს შორის მიღწეული "ბრექსიტი"-ს შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის პარლამენტის მხრიდან დიდი დაბრკოლების მიღების პოტენციალი გააჩნია, საერთო ჯამში რამდენიმე კუთხით პირველია. "ბრექსიტი"-ს შეთანხმება, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, არა მხოლოდ ინგლისის და ევროკავშირისთვის, არამედ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვისაც შესაძლოა მაგალითი გახდეს. ამ ასპექტში იმ შემთხვევაში თუ თურქეთისა და ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების მოლაპარაკებები წინ ვერ წავა, ინგლისსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლებელია მაგალითად იქნას აღებული და შეიქმნას განსხვავებული პარტნიორობა.

მეორეს მხრივ ინგლისის ევროკავშირიდან გასვლას ბევრი სტრატეგიული კუთხით გავლენა ექნება. რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში  ევროკავშირის წინააღმდეგ გავლენისათვის წარმოებულ ბრძოლაში, ინგლისის მსგავსი მნიშვნელოვანი ქვეყნის დამკარგავი ევროკავშირი უფრო დასუსტდება. ამასთანავე ევროპაში ყველაზე ძლიერი ჯარის მფლობელი ინგლისის ევროკავშირიდან გასვლა ევროპის არმიის იდეის შესახებ შეშფოთებასა და ეჭვებს გააძლიერებს. მეორეს მხრივ ინგლისის ევროკავშირიდან გასვლასთან ერთად ევროპაში შესაძლოა ძალთა ბალანსის და ალიანსის შეცვლა მოხდეს. ევროკავშირს, რომელიც რუსეთს, აფრიკას და თურქეთს ესაზღვრება, ინგლისის გასვლით ჩრდილოეთით ახალი მეზობელი ეყოლება.  

 



მსგავსი ინფორმაციები