ხმელთა შუა ზღვაში კიდევ ერთი მიგრანტების ნავი ჩაიძირა

ხმელთა შუა ზღვაში კიდევ ერთი მიგრანტების ნავი ჩაიძირა

ხმელთა შუა ზღვაში კიდევ ერთი მიგრანტების ნავი ჩაიძირა

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხმელთა შუა ზღვაში კიდევ ერთი მიგრანტების ნავი  ჩაიძირა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაკარგულია.  შემთხვევა,   ლიბიაში, მისტრატის სანაპიროზე მოხდა.  მათი ცნობით, ხომალდი 10  დღეზე მეტია  ზღვაში მიცურავდა. სამაშველო ოპერაციის შედეგად  10 მიგრანტი იქნა გადარჩენილი, რომლებიც, ტრიპოლში ერთ-ერთ კერძო საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას,  გაერო-ს მიგრაციის სამსახურიც ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხმელთა შუა ზღვაში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთი სამუშაოების გატარება ზამთრის პერიოდში უფრო რთულია და მათ ამისათვის შესაბამისი რაოდენობის ეკიპაჟებიც არ ჰყავთ. ისინი საკითხის დროულად მოსაგვარებლად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმასაც მოითხოვენ.



მსგავსი ინფორმაციები