კონგრესში შეთანხმება მიღწეულია

ამერიკელ დეპუტატებს აღარ სურთ მთავრობის დახურვა

კონგრესში შეთანხმება მიღწეულია

 

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა დეპუტატებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს საზღვრის დაცვის პოლიტიკის საკითხში, რათა მეორედ არ დაიხუროს მთავრობა.

ამის შესახებ განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარდ შელბიმ და იქვე დაამატა, რომ მათვე შეთანხმებას მიაღწიეს კიდევ 6 სხვა კანონ-პროექტში რა, ამით ცდილობენ მორიგ დახურვას გადაარჩინონ მთავრობა.

ამერიკული მედიის აზრით კი, დემოკრატები შეთანხმდნენ მხოლოდ საზღვრის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტრამპისათვის 1.3 მილიარდი დოლარის გადაცემაზე, ხოლო მათვე უარი თქვეს საზღვარზე კედლის მშენებლობაზე.

როგორც ცნობილია, ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ დოლარს ითხოვდა ბიუჯეტიდან, რასაც შეეწინააღმდეგნენ დემოკრატები და ამის გამო ქვეყნის მთავრობა 35 დღის განმავლობაში დაიხურა და არ მუშაობდა.

მოგვიანებით, წარმომადგენელთა პალატამ და შემდეგ სენატმა სამი კვირის ხარჯების კანონ პროექტს დაუჭირეს მხარი და ამით ბოლო წერტილი დაესვა რა უთანხმოებას, მთავრობამაც მუშაობა განაახლა.

თუ ამ სამი კვირის განმავლობაში შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწევენ, მაშინ, 15 თებერვლიდან მთავრობა კვლავ შეწყვეტავს მუშაობას, ხოლო ტრამპი კი, პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში "საგანგებო მდგომარეობას" გამოაცხადებს



მსგავსი ინფორმაციები