ხანძარი 5 სართულიან სასტუმროში

17 ადამიანი დაიღუპა, ოთხი  დაიჭრა

ხანძარი 5 სართულიან სასტუმროში

 

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელის დასავლეთში მდებარე ერთ სასტუმროში წარმოქმნილი ხანძრის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 17 ადამიანი დაიღუპა და ოთხი  დაიჭრა.

ნიუ-დელის პოლიციიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი 5 სართულიანი სასტუმროს პირველ სართულზე გაჩნდა და მინიმუმ 17 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა, ხოლო 30 კაცის გადარჩენა შესძლეს.

ამავე ინფორმაციით, მეხანძრეებმა უკვე კონტროლზე აიყვანეს ხანძარი.

ჯერ ჯერობით დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზები და მას დაწყებული გამოძიება დაადგენს



მსგავსი ინფორმაციები