თურქეთის პერსპექტივიდან 1.2017

სისტემა სულს ღაფავს

თურქეთის პერსპექტივიდან 1.2017

თურქეთის პერსპექტივიდან 1.2017

სისტემა სულს ღაფავს

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იალტის ხელშეკრულებით შექმნილი მსოფლიო წყობა სინამდვილეში მანამდე გაკოტრდა, სანამ ნახევარი საუკუნე შეუსრულდებოდა. ახლა კი ცდილობს სიცოცხლის შენარჩუნებას, თუმცა მილიონობით ადამიანს სასიკვდილო საფრთხეს უქმნის.

1945 წლის იალტის ხელშეკრულებით შექმნილი მსოფლიო წყობა 1991 წელში საბჭოთა ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის პერესტროიკის პოლიტიკით დასრულდა. თუმცა ამ „ნაადრევი დაშლისთვის“ არსებული მსოფლიო სისტემის გაეროში ვეტოს უფლების მქონე 5 ქვეყანა მოუმზადებელი აღმოჩნდა. უცნაური მხარე ის არის, რომ საბჭოთა რუსეთიც ამ ხუთ წევრიანი ჯგუფის წევრობის მიუხედავად, პერესტროიკისთვის მოუმზადებელი იყო. 

პერესტროიკასთან ერთად ერთდროულად სიცარიელეში აღმოჩენილი ეკონომიკითა და თავდაცვით ყველაზე ძლიერი ხუთი ქვეყანა, ძველი წყობის ფერფლზე ახალი „ფენიქსის“ შექმნას შეეცადა. ამ ახალი წყობის მმართველი კი აშშ გახდა, მაშინ როდესაც აშშ ჯერ კიდევ 200 წლის სახელმწიფო იყო და ამ სახელმწიფოს სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბურჟუაზიაც კი არ ჰყავდა. რადგანაც ბურჟუაზიის კლასის შესაქმნელად მინიმუმ რვა თაობა ანუ დაახლოებით 400 წელია საჭირო.    

არც კულტურული და არც სოციოლოგიური კუთხით ბურჟუაზიული გამოცდილების არ მქონე აშშ, იარაღით მოვაჭრეების, მიგრანტი მდიდარი ოჯახების, დიდი მიწების მფლობელების და არარეგისტრირებული ეკონომიკის მეთოდით კაპიტალის მქონე ადამიანების სახელმწიფო მმართველობაში გაბატონებულთა ქვეყანაა.

ამ ახალი მსოფლიო წყობის საზოგადოების თვალში ლეგიტიმაციისთვის ფუკუიამასა და ჰანტინგტონის მსგავსი გავლენიანი კალმები გამოიყენეს და მასებზე აღქმის ოპერაცია ჩაატარეს. ამის შემდეგ ახალი მსოფლიო წყობა პირველი ბუშის პერიოდით პოლიტიკურ/წმინდა ჰეგემონიურ ომად გადააქციეს. მამა ბუშის ტრინიტის ანუ სამების მისალმებით მსოფლიო მედიის, საზოგადოების მიერ ერაყის ოკუპაციის ოპერაციის „წმინდა ჯვაროსნულ ომად“ დახასიათება აჩვენებდა, რომ ამ ახალი წყობის სიცოცხლის წყარო 1945 წლის იალტის შეთანხმება იყო.

სინამდვილეში მაგნა კარტადან მოყოლებული ცვალებადმა და განვითარებადმა „ევროპის ფასეულობებმა“ ჯორჯ ჰერბერტ ვოლკერ ბუშის, სხვა სახელით მამა ბუშის, 1991 წელში ერაყის ოკუპაციის მცდელობისას გამოთქმული წინადადებით „წმინდა ჯვაროსნულ ომს ვიწყებ“ მძიმე დარტყმა მიიღო. იმ პერიოდში ევროპის სინდისს ისევ შეეძლო ხმის ამოღება. ინტელიგენცია, მწერლები, საუნივერსიტეტო წრეები, სერიოზულად იმაღლებდნენ ხმას ამ ოკუპაციის წინააღმდეგ. მაგალითად, ესპანელმა ფილოსოფოსმა სანტიაგო ალბა რიკომ ამ სისტემის წინააღმდეგ დაწერილი კრიტიკით თეორიულად ახალი მსოფლიო წყობის საძირკველში თითქოს დინამიტი ჩადო. რიკო იმ პერიოდში აცხადებდა, რომ ეს ახალი მსოფლიო წყობა „იმპერიალისტური ძარცვა და სისხლის მსმელია.“ 

მართლაც და კომუნისტური რეჟიმების დანგრევის შემდეგ რეგიონები, სადაც შიდა კონფლიქტები, ომები, კრიზისი და ქაოსი შეიქმნა, საკვირველია მაგრამ დიდი ენერგო რესურსებისა და ძლიერი სავაჭრო რეზერვების მქონე ქვეყნები იყო. ავღანეთიდან ალჟირამდე ტერორი და ძალადობა დაიწყო. 1993 წლის 6 დეკემბრის გაზეთ The İndependent-ის როგორც პირველ ასევე მეათე გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია საკმაოდ საყურადღებოა. მასში ნათქვამია, რომ უსამა ბინ ლადენი და მისი ადამიანები მშვიდობის მეგზურები არიან. ამავე ინფორმაციაში ბინ ლადენსა და ტერორისტებს წმინდანების მსგავსად წარმოაჩენდნენ. ისევე როგორც 1980-იან წლებში სადამ ჰუსეინს წარმოაჩენდნენ ე. წ. ირანის რეჟიმის  წინააღმდეგ „გმირ მებრძოლად“. 

მოგვიანებით დასავლეთ ცივილიზაციის მიერ მხარდაჭერილი ეს პიროვნებები „ტერორისტები“ გახდნენ და მამა ბუშმა ტრინიტის მისალმებით რეგიონი ცეცხლის ალში გახვია.

ამავე წლებში ალჟირში შეიქმნა სისხლიანი ტერორისტული ორგანიზაცია FIS, რომელიც ისლამით ინიღბებოდა. ამერიკული კომპანიების მიერ ალჟირთან ენერგო ხელშეკრულებების დადების შემდეგ FIS-ის მკვლელობები დასრულდა და ორგანიზაცია გაქრა.

ამერიკის ყველა პრეზიდენტმა სამწუხაროდ, ბურჟუაზიულ კულტურას მოკლებული პირველყოფილი ფეოდალური რეფლექსების მქონე მემამულეების მსგავსად გარშემო მყოფი ხარბი ინვესტორების კოლონიური პოლიტიკა გაატარეს.

1945 წლის იალტის ხელშეკრულებით შექმნილი უსამართლო სასტიკი წყობის საძირკველზე აღმოცენებული ახალი მსოფლიო წყობის ამერიკული ოცნება მთელი კაცობრიობისათვის სრულ კოშმარად გადაიქცა და აშშ ამ უსამართლო სისტემისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩანს, რომ ყველა დანარჩენ გადაწყვტილებას ფეხქვეშ თელავს.

ახლა კი ასეთი სურათია: ლიბერტარიანული დემოკრატები იმისათვის, რომ ცეცხლის ალში გახვეული მსოფლიო შეინარჩუნონ, ყველა საიდუმლო თამაშს თამაშობენ და კონსერვატორი რესპუბლიკელები კი ამას ეწინააღმდეგებიან. სოციოლოგიური, ანთროპოლოგიური და პოლიტიკური მეცნიერებები ამერიკის ამ ურთიერთ წინააღმდეგობრივი ვითარების წინაშე თითქოსდა გაკოტრებულები არიან.

სისტემით მოსაზრდოვე მმართველები ამის გასაგრძელებლად ყველაზე ამორალურ ძალადობასა და ტერაქტებს დაჟინებით აგრძელებენ.

თურქეთის პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი აცხადებდა: „ტერორი, რომელსაც თქვენ ასაზრდოებთ, ერთ დღეს თქვენ მოგიბრუნდებათ.“ და დღეს სამწუხაროდ, გლობალური ტერორის საფრთხე მთელს დასავლეთს ემუქრება. ამის მიუხედავად, ახალი მსოფლიო წყობის სასტიკი სისტემის დაჟინებით გაგრძელება მსოფლიოში ტერორის გაღვივების გარდა სხვა საქმეს არ ემსახურება.

აშშ-სა და დასავლური სამყაროს თაოსნობით ყველას დაინტერესებას იწვევს ახალი პრეზიდენტი ტრამპი ამ სისხლიანი, კოლონიური,  ერთგვაროვანი წყობის გაგრძელებას შეეცდება თუ არა. როგორც ვხედავთ, ამ წყობით ტრამპიც შეწუხებულია. იმედია, ისიც ისევე იტყვის როგორც ერდოღანი წლებია ამბობს: „უფრო სამართლიანი და ადამიანური მსოფლიო სისტემა უნდა აიგოს“ - წერს პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი.


საკვანძო სიტყვები: თურქეთის პერსპექტივიდან

მსგავსი ინფორმაციები