5 იანვარი ისტორიაში

5 იანვარი ისტორიაში

5 იანვარი ისტორიაში

5 იანვარი ისტორიაში

1809 წლის 5 იანვარს ჩანაქქალეს ზავი დაიდო. 1807-1809 წლების ოსმალეთ-დიდი ბრიტანეთის ომი ჩანაქქალეს ზავით დასრულდა. ზავის მიხედვით, ბრიტანეთმა თანხმობა განაცხადა ომის დროს დაკავებული ოსმალეთის ტერიტორიების დაბრუნებაზე, ხოლო ოსმალეთმა კი მის ტერიტორიაზე ბრიტანელი ვაჭრების დაყადაღებული ქონების დაბრუნებაზე. შეთანხმების საიდუმლო მუხლების მიხედვით კი გაერთიანებული სამეფო საფრანგეთ-ოსმალეთის შესაძლო ომის პირობებში ოსმალეთის დახმარების პირობას დებდა.

1895 წლის 5 იანვარს ფრანგ არტილერისტს კაპიტანს ალფრედ დრეიფუსს წოდება საფრანგეთის სამხედრო საიდუმლოებების გერმანიისათვის მიყიდვის გამო ჩამოართვეს. წარმოშობით ებრაელს დრეიფუსს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო 1906 წელს მიღებული გადაწყვეტილებით კი იგი გამართლდა, რადგანაც დამტკიცდა, რომ სამხედრო საიდუმლოებები გერმანელებს მაიორმა ესტერბაზიმ გადასცა. დრეიფუსს მთელი პროცესის მანძილზე ცნობილი ფრანგი მწერალი ემილ ზოლა იცავდა.   

1919 წლის 5 იანვარს გერმანიის ნაცისტური პარტია შეიქმნა. 1933-დან 1945 წლამდე გერმანიის ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის ხელმძღვანელობით ყოფნის მანძილზე პარტია მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით გასამართლებულ პარტიის ბევრ წევრს ნიურბერგის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

1975 წლის 5 იანვარს პოეტი არიფ ნიჰათ ასია ანკარაში გარდაიცვალა. იგი ცნობილი გახდა თავისი ლექსით სახელწოდებით „დროშა“. ადანაში, ედირნეში, ანკარაში, მალათიაში, ტარსუსსა და კვიპროსში ლიცეუმებში ლიტერატურის პედაგოგად მუშაობის შემდეგ 1950 და 1954 წლებში თურქეთის დიდ ეროვნული მეჯლისის დეპუტატი გახლდათ. არიფ ნიჰათ ასიას ლექსების ხუთი კრებულია გამოცემული. მისი შემოქმედების მთავარ თემას ეროვნული მოტივები წარმოადგენდა.

2005 წლის 5 იანვარს მზის სისტემის ყველაზე დიდი ჯუჯა პლანეტა ერისი აღმოაჩინეს. დედამიწიდან 6 მილიარდი კილომეტრის დაშორებით მდებარე ნასას მიერ აღმოჩენილი მზის სისტემის მეათე პლანეტა ერისი საერთაშორისო ატომური გაერთიანების მიერ 2006 წელში ჩატარებული სამუშაოების შედეგად ჯუჯა პლანეტების კატეგორიას მიაკუთვნეს. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან მიშელ ბრაუნის ჯგუფის მიერ ჰაბლის ტელესკოპით აღმოჩენილი ჯუჯა პლანეტა სავარაუდოდ მზის სისტემის სხვა პლანეტებისგან განსხვავებული დახრის გამო 2005 წლამდე ვერ აღმოაჩინეს. ერისი, რომელსაც დისნომიას სახელწოდების თანამგზავრი აქვს მზის გარშემო ტურს 560 წელში ასრულებს.


საკვანძო სიტყვები: იანვარი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები