6 იანვარი ისტორიაში

6 იანვარი ისტორიაში

6 იანვარი ისტორიაში

6 იანვარი ისტორიაში

1838 6 იანვარს ამერიკელმა გამომგონებელმა სამუელ მორზემ მისი გამოგონება ტელეგრაფი ხალხს გააცნო. 1835 წელს გამოგონებული ელექტრო მაგნიტური ტელეგრაფის პირველი გამოცდა 1844 წელში ვაშინგტონსა და ბალტიმორს შორის გაჭიმულ 65 კილომეტრიანი ხაზით მოხდა და მან წარმატებით ჩაიარა. მან ასევე შექმნა ე. წ. მორზეს ანბანი. იგი ასევე გახლდათ კარგი მხატვარი. ტელეგრაფზე მუშაობის დაწყების შემდეგ მან პორტრეტებზე მუშაობა შეაჩერა და მხოლოდ 1832 წელში გახდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტი ფერწერის განყოფილების პროფესორი.  

1921 წლის 6 იანვარს ბერძნული შენაერთების ესქიშეჰირისა და აფიონის მიმართულებით შეტევით ინონუს პირველი ბრძოლა დაიწყო. 9 იანვარს თურქული და ბერძნული შენაერთების შეტაკებით დაწყებული ბრძოლის პირველ ორ დღეს უპირატესობა ბერძნებს ჰქონდათ, თუმცა 11 იანვარს თურქული არმიის მტკიცე შეტევის შემდეგ ბერძნები იძულებულნი გახდნენ ინონუს პოზიციები დაეტოვებინათ. თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მიერ შექმნილი რეგულარული არმიის მიერ მოპოვებულმა ამ პირველმა გამარჯვებამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რის შემდეგაც საფრანგეთისა და იტალიის მთავრობების მკაცრი პოზიცია შეიცვალა და ანკარასთან მოლაპარაკება დაიწყეს.

   

1991 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა კლასიკური დასავლური მუსიკის თურქეთში მნიშვნელოვანი წარმომადგენლებიდან კომპოზიტორი აჰმედ ადნან საიგუნი. საიგუნი 1928 წელს სახელმწიფო სტიპენდიით პარიზში გაემგზავრა და მუსიკალური განათლება მიიღო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საიგუნმა მუსიკის პედაგოგად დაიწყო მუშაობა, 1934 წელში ერთი წლით სახელმწიფოს ორკესტრს დირიჟორობდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები გახლავთ იუნუს ემრეს ორატორია, რომელიც 1942 წელში დაასრულდა და ეს ნაწარმოები 1958 წელში გაეროს დაარსების წლისთავზე გამართულ ღონისძიებაზე ცნობილი დირიჟორის ლეოპოლდ სტოკესვსკის ორკესტრმა შეასრულა. ადნან საიგუნმა მსოფლიოში ცნობილი მრავალი ნაწარმოები შექმნა და იგი არის პირველი მუსიკოსი, რომელსაც „სახელმწიფო ხელოვანის“ ტიტული მიანიჭეს.  

  

1995 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა ცნობილი თურქი მწერალი და თურქოლოგი მუჰარემ ერგინი. 1925 წელში ახალციხეში დაბადებულმა ერგინმა 1947 წელში სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი დაასრულა. 1971 წელს კი იგი პროფესორი გახდა. მან თანამედროვე თურქულზე თარგმნა ორჰუნის წარწერები.


საკვანძო სიტყვები: იანვარი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები