7 იანვარი ისტორიაში

7 იანვარი ისტორიაში

7 იანვარი ისტორიაში

7 იანვარი ისტორიაში

1610 წლის 7 იანვარს იტალიელმა ასტრონომმა გალილეო გალილეიმ იუპიტერის გარშემო მბრუნავი სამი თანამგზავრი აღმოაჩინა. ამ აღმოჩენით გალილეიმ ბოლო მოუღო იმ რწმენას, რომ ყველა ციური სხეული დედამიწის გარშემო ბრუნავდა და სამყაროს ცენტრს დედამიწა წარმოადგენდა. 1609 წელში თავის მიერ დამზადებული ტელესკოპით გალილეო გალილეიმ პირველად გამოიკვლია მთვარე და გადახაზა მასზე აღმოჩენილი კრატერები და მაღლობები.

1943 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა ცნობილი ფიზიკოსი ნიკოლა ტესლა. წარმოშობით სერბი ამერიკელი ფიზიკოსი და ინჟინერი ტესლა გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ელექტროენერგიის და მაგნეტიზმის შესახებ ჩატარებული სამუშაოებით ტესლა მისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკოსი გახლდათ. იგი ედისონის „პირდაპირი ელექტრო დინების“ საწინააღმდეგოდ შექმნილი „ალტერნატიული დინების“ მეშვეობით ედისონის პირდაპირი დინების სისტემის პოპულარიზაციის დაკარგვის მიზეზი გახდა. ტესლა 700 აღმოჩენით ყველაზე მეტი პატენტის ამღებ პიროვნებადაა შესული ისტორიაში. ტესლასთან დაკავშირებული ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ელექტრომაგნიტური ტალღების მიერ წარმოსაქმნელ ენერგიას, რომლზეც ტესლა მუშაობდა, შეეძლი კლიმატური ცვლილებებისა და მიწისძვრების გამოწვევა. პროექტი, რომელზეც იგი სიცოცხლის ბოლოს მუშაობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ამერიკის მთავრობამ წაიღო.  ტესლამ უარი თქვა 1912 წელში მისთვის და ედისონისთვის ფიზიკის დარგში გადაცემულ ნობელის პრემიაზე.

1946 წლის 7 იანვარს მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი მეცნიერებების მიერ შექმნილი პირველი მაღალი სისწრაფის ელექტრო კომპიუტერის “Eniac”-ს გამოყენება აშშ-ში დაიწყეს. კომპიუტერის დამზადების მიზეზი, რომელიც გამოყენებაში 1955 წლამდე იყო, გახლდათ რაკეტების მიზანში მოხვედრის მაჩვენებლის გაზრდა. მოწყობილობის სიმძიმე, რომელსაც 4 წელი ამზადებდნენ, 30 ტონა იყო და ომის დასრულების შემდეგ მას ამინდის პროგნოზისათვის და სხვადსხვა გამოთვლებისათვის იყენებდნენ. 1951 წლიდან ინდუსტრიული მიზნებისათვის გამოყენებული Eniac-ის ნაწილები ამჟამად ვაშინგოტნის ამერიკის ეროვნულ მუზეუმშია გამოფენილი.

1990 წლის 7 იანვარს პიზას კოშკი 800 წლიანი ისტორიის მანძილზე უსაფრთხოების მიზეზით პირველად დაიხურა მნახველებისათვის. პიზას კოშკი, რომელიც 1173 წელში ააგეს, საძირკველში მომხდარი ჩანგრევის გამო სამხრეთისკენ გადაიხარა. კოშკი რესტავრაციისათვის 2001 წლამდე იყო დაკეტილი, ხოლო სამუშაოები მთლიანად 2008 წელში დასრულდა და კოშკი 45 სანტიმეტრით გასწორდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ კოშკმა გადახრა შეწყვიტა და მინიმუმ 300 წელი იგი უსაფრთხოდ იარსებებს.  

 


საკვანძო სიტყვები: იანვარი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები