9 იანვარი ისტორიაში

9 იანვარი ისტორიაში

9 იანვარი ისტორიაში

9 იანვარი ისტორიაში

1853 წლის 9 იანვარს სანქტ პეტერბურგში რუსეთის მეფემ ნიკოლოზ პირველმა ინგლისის ელჩ სერ ჰამილტონ სეიმურთან შეხვედრაზე ოსმალეთის სახელმწოფო როგორც „ავადმყოფი კაცი“ ისე მოიხსენია და დასძინა, რომ საჭიროა გეგმა მის გასანაწილებლად. ევროპის სახელმწიფოებმა, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის დაშლას ხედავდნენ, იმ წლებში მისი ტერიტორიის განაწილებისათვის საიდუმლო შეთანხმება გააფორმეს, თუმცა პირველ მსოფლიო ომამდე საბოლო შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.

1916 წლის 9 იანვარს სედულბაჰირის ბრძოლა თურქული არმიის აბსოლუტური გამარჯვებით დასრულდა. სედულბაჰირის ბრძოლა ჩანაქქალეს ომის ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა გახლდათ. ჩანაქქალეში ამ ბრძოლაში თურქეთმა ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადეს. ამ ბრძოლის შემდეგ მოკავშირეები მიხვდნენ, რომ ისევე როგორც ზღვიდან, ხმელეთიდანაც მიზანს ვერ მიაღწევდნენ და ჩანაქქალე მთლიანად დატოვეს. ეს კი ჩანაქქალეში თურქების სრული გამარჯვება გახლდათ.  

1964 წლის 9 იანვარს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქი მწერალი, პოლიტიკოსი და პედაგოგი ჰალიდე ედიპ ადივარი. ადივარმა წერა მეორე კონსტიტუციონალიზმის პერიოდში დაიწყო და მან ყურადღება 1908 წელში გაზეთებში ქალთა უფლებების შესახებ დაწერილი სტატიებით მიიპყრო. მან მრავალი რომანი მიუძღვნა განმანთავისუფლებელ ომს. ადივარი გამოვიდა ცნობილ სულთანაჰმედის მიტინგზე, სადაც შეკრებილ 200 ათას ადამიანს მიმართა და ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლისაკენ მოუწოდა. ჰალიდე ედიპ ადივარი განმანთავისუფლებელ ბრძოლაში თურქი ქალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი გახლდათ.

1990 წლის 9 იანვარს გარდაიცვალა ცნობილი თურქი პოეტი და მწერალი ჯემალ სურეია. ანკარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ჯემალ სურეია ფინანსთა და კულტურის სამინისტროებში მუშაობდა და დაახლოებით 25 წელი იყო თურქული ენის საზოგადოების წევრი.

1991 წლის 9 იანვარს თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში აიკრძალა თამბაქოს მოწევა და ასევე მისი რეკლამირება. თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა თურგუთ ოზალმა ნომერი 3694 კანონი მეჯლისს უკან გადაუგზავნა და მიზეზად დაასახელა ის, რომ რეკლამის აკრძალვამ სხვა ქვეყნებთან შედარებით თამბაქოს მოხმარების შემცირება არ გამოიწვია და ის, რომ ეს კანონი ხალხს ხელიდან ართმევდა თავისუფლად არჩვის უფლებას.      

 


საკვანძო სიტყვები: იანვარი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები