10 იანვარი ისტორიაში

10 იანვარი ისტორიაში

10 იანვარი ისტორიაში

10 იანვარი ისტორიაში

1792 წლის 10 იანვარს ხუთ წლიანი ოსმალეთ-რუსეთის ომი იასის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. ინგლისის, ესპანეთისა და პრუსიის შუამავლობით დაახლოებით 3 თვის მანძილზე წარმოებული მოლაპარაკების შემდეგ ხელმოწერილი იასის საზავო ხელშკრულების მიხედვით, ოზის ციხე რუსებს გადაეცა, ბენდერის, აკერმანისა და კილის რეგიონში მდებარე ციხეები და ქალაქები კი ასევე ანაპას ციხე ოსმალეთს მისცეს. იასის საზავო ხელშეკრულების დადების შემდეგ ოსმალეთის სახელმწიფომ დაშლა წაიყო.

1900 წლის 10 იანვარს ფალავანმა ქარა აჰმედმა მე-20 საუკუნის დადგომის საპატივცემულოდ პარიზში გამართულ მსოფლიოს პირველ ჭიდაობის ტურნირზე გაიმარჯვა და „ჩემპიონთა ჩემპიონის“ ტიტული მოიპოვა. ქარა აჰმედს, რომელიც პირველი ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონი გახდა, სტამბოლში დაბრუნების შემდეგ ფადიშაჰმა აბდულჰამიდ მეორემ ოსმალეთის სახელმწიფო ჯილდო გადასცა. 

1928 წლის 10 იანვარს საბჭოთა კავშირიდან 30 ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ლევ ტროცკიც, ალმათში გადაასახლეს. ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინთან ხელისუფლებისათვის ბრძოლა ტროცკიმ წააგო, კომუნისტური პარტიის რიგებიდან გარიცხეს და საბჭოთა კავშირის კანონების მიხედვით არალეგალურად პარტიის შექმნის ბრალდებით საბჭოეთიდან გაასახლეს. საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ტროცკი ერთი პერიოდი სტამბოლში ცხოვრობდა და წიგნებს სწერა. ლევ ტროცკი 1940 წელში სტალინის მომხრე თავდამსხმელის მიერ მექსიკაში იქნა მოკლული.    

2001 წლის 10 იანვარს თურქი მწერალი ნეჯათი ჯუმალი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1923 წელში თურქეთ-საბერძნეთს შორის მოსახლეობის გაცვლის შემდეგ თურქეთში, კერძოდ იზმირში საცხოვრებლად გადასულმა ჯუმალიმ 1941 წელში ანკარის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და განათლების სამინიტროს კულტურის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1950-იანი წლების ბოლოს კი პარიზის საელჩოს პრეს ატაშედ დაინიშნა. პირველი ლექსი ნეჯათი ჯუმალიმ 1939 წელში დაწერა და 1955 წლის შემდეგ კი რომანებისა და მოთხრობების წერაც დაიწყო. იგი თავის რომანებში უმთავრესად ეგეოსის რეგიონის და ადამიანებს პრობლემებს აღწერდა.

 


საკვანძო სიტყვები: იანვარი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები