11 იანვარი ისტორიაში

11 იანვარი ისტორიაში

11 იანვარი ისტორიაში

11 იანვარი ისტორიაში

1556 წლის 11 იანვარს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა დივანის ლიტერატურის წარმომადგენელი პოეტი ფუზული. ერაყის ქერბელას რეგიონში დაბადებული ფუზული განათლების მისაღებად ბაღდათში გაემგზავრა და მთელი ცხოვრება იქ გაატარა. ფუზულიმ ლექსების უმრავლესობა აზერბაიჯანულ დიალექტზე დაწერა. ფუზულის ათობით ნაწარმოებს შორის არის „ლეილა და მეჯნუნი“, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.

1693 წლის 11 იანვარს პირველად გააქტიურდა ვულკანი ეტნა. იტალიაში სიცილიის აღმოსავლეთით 3300 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ეტნა საუკუნეებია აქტიურია და იგი ევროპის ყველაზე დიდი ვულკანია. ვულკან ეტნაზე ბოლო დიდი აფეთქება  2007 წელში მოხდა. 1992 წელში მომხდარი აფეთქების დროს კი ლავამ უსაფრთხოების ზონა გადალახა. რის გამოც რეგიონიდან 7000 ადამიანი იქნა ევაკუირებული.       

1921 წლის 11 იანვარს ბერძნული სამხედრო ძალების ინონუსა და ესქიშეჰირის მიმართულებით შეტევით დაწყებული პირველი ინონუს ბრძოლა ბერძნული ძალების უკან დახევით დასრულდა. ისმეთ ფაშას სარდლობით თურქულმა არმიამ ესქიშეჰირის მიმართულებით ბერძნული სამხედრო ძალების მსვლელობა შეაჩერა და მათი უკან დახევა უზრუნველყო. ეს იყო თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მიერ შექმნილი რეგულარული არმიის პირველი გაჩერება.  

1946 წლის 11 იანვარს ენვერ ჰოჯამ ალბანეთში სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა და ქვეყნის პირველი მეთაური გახდა. 1908 წელში ალბანეთის ქალაქ ერგირში დაბადებული ენვერ ჰოჯა ახალგაზრდობაში ჩაერთო დემოკრატიულ მოძრაობებში. 1930 წელში იგი საფრანგეთში გაემგზავრა განათლების მისაღებად და ალბანეთის ხელისუფლებაში მყოფი მეფე ზაგოს წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა დაიწყო. 1941 წელში ალბანეთის მშრომელთა პარტია დააარსა და ირგვლივ მოსახლეობის შემოკრება დაიწყო. რესპუბლიკის გამოცხადებამდე ქვეყნაში მყოფი ფაშისტური ძალები და დიქტატორი ზაგო ჩამოაგდო და ქვეყნიდან გააძევა. 41 წლის მანძილზე ალბანეთის სათავეში მყოფი ჰოჯა 1985 წელში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

 


საკვანძო სიტყვები: იანვარი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები