12 იანვარი ისტორიაში

12 იანვარი ისტორიაში

12 იანვარი ისტორიაში

12 იანვარი ისტორიაში

1920 წლის 12 იანვარს 23-მა სახელმწიფომ ოფიციალურად აღიარა აზერბაიჯანის რესპუბლიკის არსებობა. 1918 წელში თბილისში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ და პარლამენტის გახსნამდე დროებითი საბჭო დაინიშნა და მის ხელმძღვანელად მეჰმეთ ემინ რესულზადე იქნა არჩეული. ახლადდაარსებული აზერბაიჯანის სახელმწიფო რუსეთმა არ აღიარა.    

1940 წლის 12 იანვარს მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთმა ფინეთის დაბომბვა დაიწყო. სტალინმა ლენინგრადის რეგიონის დასაცავად ფინეთის ჩრდილოეთით 1700 კვადრატული კილომეტრის მიწის თანხის აღება მოინდომა, რაზეც ფინელებმა თანხმობა არ განაცხადეს, რის შემდეგაც 1939 წელში საბჭოეთის არმია ფინეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. ფინელები საბჭოთა არმიას ვერ გაუმკლავდნენ, ზავი მოითხოვეს, რის საფუძველზეც პრიმორსკისა და ვიიპურის მხარე რუსებს გადასცეს. ომის გამო 25 ათასი ფინელი დაიღუპა. ფინეთმა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ერთი წლის შემდეგ  ზავი გააუქმა და მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მხარზე ბრძოლა დაიწყო.

1976 წლის 12 იანვარს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტექტივების ავტორი აგათა კრისტი გარდაიცვალა. კრისტიმ 79 რომანი და მოთხრობა შექმნა. 1971 წელში მას ინგლისის უმაღლესი საპატიო წოდება „ბრიტანეთის იმპერიის ქალი სარდლის“ ტიტული მიანიჭეს. მისი ნაწარმოებები 45 ენაზეა ნათარგმნი. აგათა კრისტის პიესა „სათაგური“ არის თეატრალური წარმოდგენა, რომელიც სცენაზე დღემდე ყველაზე ხანგრძლივად დაიდგა.       

1991 წლის 12 იანვარს აშშ-ს კონგრესმა მთავრობას სპარსეთის ყურის პირველ ომში ერაყის შენაერთების ქუვეითიდან გაყვანისათვის ძალის გამოყენების უფლებამოსილება მისცა. ერაყის მიერ 1990 წლის აგვისტოში ქუვეითის ანექსიით და ამ ქვეყნის მდიდარი ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდებით დაწყებულ ომში ერაყის წინააღმდეგ ამერიკის ლიდერობით ინგლისის, საფრანგეთის და მთლიანობაში 28 ქვეყნის მონაწილეობით საერთაშორისო კოალიცია შეიქმნა. 1991 წელს ზავით დასრულებული ომის შემდეგ გაერომ ნომერ 686 გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ერაყმა ქუვეითიდან გასვლის შემდეგ ანექსიის დროს მიღებული შემოსავალი დააბრუნა და თანხმობა განაცხადა ომის კონპენსაციის გახდაზე. 


საკვანძო სიტყვები: იანვარი , ისტორია , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები