აქტუალური თემის ანალიზი 38

ღმერთების ახალი მსხვერპლი: როჰინჯიელები

აქტუალური თემის ანალიზი  38

უკვე თვეებია სუვერენული ქვეყანა თავის  უმცირესობებს სისტემურად კლავს, სახლებს, სოფლებს და ქალაქებს უნადგურებს. მხოლოდ ამას რომ დაჯერდებოდნენ კიდევ კარგი, მაგრამ, ბავშვებს, მოხუცებს და ქალებს  ყასაბის დანებით ჭრიან. ისინი ასევე ბავშვებს და მოხუცებს მდინარეში ყრიან რის შემდეგაც ეს ადამიანები იქ იხრჩობიან კიდეც. ამ ყველაფერს ერთი სუვერენული სახელმწიფო და მათი მხარდამჭერი ბუდისტი მღვდლები, სამხედროები და სამოქალაქოები ჩადიან.

მოკლულები, როჰინჯიელები კი არ არიან, არამედ იქ ადამიანობას კლავენ. ამ ყველაფრის წინააღმდეგ კი, გაეროს ჩათვლით ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დუმს. სამწუხაროდ იგივე სიტუაციაა  მუსლიმანურ ქვეყნებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მსხვერპლნი მუსლიმანები არიან. ამ საკითხს მხოლოდ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოეხმაურა და მსოფლიოს დღის წესრიგში დააყენა.

 ევროკავშირი და დასავლეთის ქვეყნები მაშინ როდესაც ადამიანის და ცხოველების უფლებებზე საუბრობენ,  ამ სისასტიკის წინააღმდეგ დუმან. ევროპის და დასავლეთის ადამიანური ღირებულებები დაახლოებით 35 წელია თვით დასავლელების მხრიდან ნადგურდება. მაშინ, როდესაც დასავლეთი და განსაკუთრებით ევროპა ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე დაიწყებს საუბარს, ყველა ხვდება, რომ ამ ყველაფრის უკან მათი ეკონომიკური ინტერესები დგას. ალბათ დასავლეთი, ისტორიაში საკუთარი ღირებულებების გამანადგურებლად უნდა შევიდეს და შეიძლება ამ ყველაფერს ჩვენც კი მოვესწროთ. დასავლეთმა ნახევარი საუკუნის წინ ევროპის ცენტრში ანუ, ბოსნია ჰერცოგოვინაში, სერბების მხრიდან განხორციელებული გენოციდის წინაშე დუმილით საკუთარი სიკვდილის განაჩენი თვითონ გამოიტანა. ასევე მოიქცა ლიბერიაში სამოქალაქო ომის დროსაც და რა თქმა უნდა ერაყსა და ავღანეთშიც. ამ ყველაფერმა კი ადამიანებში დასავლეთის მიმართ ნდობას, წერტილი დაუსვა. დასავლეთს, ბოლო იმედად მიჩნეული ე.წ. არაბული გაზაფხულის იმედიც ამოეწურა. დემოკრატიის გზით ხმათა უმრავლესობით ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული, მუჰამმედ მურსის წინააღმდეგ განხორციელებული გადატრიალების დროს, ხუნტის განმახორციელებლების გვერდით დგომით, დასავლეთის ღირებულებები შეიძლება ითქვას, რომ გარდაიცვალა.  ანალოგიური მოხდა თურქეთის დროსაც. დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის გადატრიალების მცდელობაში მონაწილეები დასავლეთის ქვეყნებმა შეიფარეს. ამან კი მათი ორპირობის ნამდვილი სახე ყველას ნათლად დაანახა.

დღეისათვის იგივე დასავლეთს, როჰინჯიაში მომდინარე მოვლენების წინააღმდეგ დუმილის გამო  არავინ კიცხავს. ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ დასავლეთისთვის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თანასწორობა მხოლოდ მათი ეკონომიკური ინტერესებია. როჰინჯიაში მიმდინარე მოვლენები სირიაში, ერაყში და ლიბიაში მიმდინარე  მარიონეტული ომების მსგავსია.

დასავლეთს ძლიერი ეკონომიკით და შეიარაღებით გამორჩეული ჩინეთის გაძლიერება და აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელება არ სურს.   მსოფლიოს საზღვაო ვაჭრობის უმეტესი ნაწილი არაკანის სრუტიდან გაივლის. ამ სრუტეში  ჩინეთისკენ მიმავალი ნავთობის და გაზის მილსადენებია განთავსებული. ამ ტერიტორიების რისკის ქვეშ დაყენება, ჩინეთის ეკონომიკაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს, ამიტომ ეს საკითხი პეკინის მთავრობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. აღნიშნული ნავთობის და გაზის მილები როჰინჯიიდანაც გაივლის, ამიტომ მას შემდეგ რაც მიანმარმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, იქ მცხოვრებ მუსლიმანებზე ზეწოლას აგრძელებს. მაგრამ, 2010 წლიდან მოყოლებული ამ ზეწოლამ გენოციდში და ეთნიკურ წმენდაში გადაიზარდა. შემდეგ კი შიმშილის ზღვარზე მყოფ  როჰინჯიაში თანამედროვე შეიარაღებით ტერ ორგანიზაციამ იჩინა თავი, რომელსაც თითქოს და როჰინჯიელების უფლებები უნდა დაეცვა მაგრამ, მათ ყველა ქმედების შედეგად ისევ,  როჰინჯიელი მუსლიმანები კვდებიან.

ავღანეთსა და ერაყში თითქოს და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვნებელყოფის მიზნით შესული დასავლეთის ნამდვილი მიზეზი უკვე ცნობილია. მაშინ როცა დადგინდა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში არანაირი ბირთვული და მასობრივი განადგურების იარაღი არ აღმოჩნდა, ნეტა რატომაა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჯარები იქ ბინადრობას განაგრძობენ?

დასავლეთის მხრიდან ახლო აღმოსავლეთში 1991 წელს დაწყებულმა მარიონეტულმა  ომებმა სამწუხაროდ აზიაშიც გადაინაცვლა. ვიმედოვნებ, რომ მიანმარის მთავრობა დროზე მოეგება გონს და იმ რეგიონში ახალი მარიონეტული ომის დაწყებას არ მისცემს საფუძველს. წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი. 



მსგავსი ინფორმაციები