თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები 48/2017

„ტანაპი“-ს პროექტის განხორციელება გრძელდება

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები 48/2017

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები 48/2017

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები 48/2017

„ტანაპი“-ს პროექტის განხორციელება გრძელდება

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგო მომარაგების პროექტებიდან „ტანაპი“-ს (ტრანს ანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი) პროექტის განხორციელება გრძელდება. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში გავაანალიზებთ „ტანაპი“-ს  გავლენას რეგიონზე. ამ თემაზე გთავაზობთ ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მკვლევარის, ჯემილ დოღაჩ იფექის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგო მომარაგების პროექტებიდან „ტანაპი“-ს (ტრანს ანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი) პროექტის განხორციელება გრძელდება. გასულ დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა პროექტისათვის 500 მილიონი დოლარის კრედიტის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პროექტით, რომელიც ევროპის ენერგო მომარაგების გამრავალფეროვნებასა და  ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას შეუწყობს ხელს, კასპიის ზღვაში მოპოვებული ბუნებრივი აირის თურქეთის გავლით ევროპისათვის მიწოდება იგეგმება.

როგორც ცნობილია, „ტანაპი“-სათვის ადრე მსოფლიო ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოყო. ფიზიკურ განხორციელებაში დღითიდღე მიღწეული წინსვლა საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსური ორგანიზაციების მხარდაჭერის მიღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

ოქტომბერში პროექტის მმართველობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტის პირველი ეტაპი 0 ფაზა თითქმის დასრულებულია და ამის წყალობით 2018 წლიდან ტესტირების მიზნით მილსადენში გაზის მიწოდება შესაძლებელი გახდება. პროექტისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება კი აჩვენებს, რომ ფიზიკური პროცესი ჩაფიქრებულზე უფრო სწრაფად დასრულდება. მთლიანობაში 12 მილიარდი დოლარის ოდენობის პროექტის ღირებულების წარმატებული წინსვლის შედეგად 8 მილიარდ დოლარამდე ჩამოსვლა და ბუნებრივი აირის მიწოდების დაგეგმილზე უფრო ადრე განხორციელება, ამ საკითხზე პოლიტიკური ნების ძალისა და ტექნიკური წარმატების მაჩვენებელია.

„ტანაპი“-ს ბუნებრივი აირის გატარების მოცულობა დაახლოებით 16 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, საიდანაც 10 მილიარდი კუბური მეტრის ევროპისათვის, დარჩენილი კი თურქეთისათვის მიწოდება იგეგმება. პროექტის დღევანდელი დადებითი მსვლელობის გაგრძელების შემთხვევაში 2018 წლის ივნისიდან თურქეთი „ტანაპი“-ს ბუნებრივ აირს მიიღებს, 2020 წელში კი გაზის ევროპაში ექსპორტი დაიწყება.

როგორც მოგეხსენებათ, პროექტს საძირკველი 2015 წლის მარტში, თურქეთის პრეზიდენტის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურების მონაწილეობით ყარსში ჩაეყარა. თურქეთის მონაკვეთი არდაგანიდან იწყება და საბერძნეთში გადასვლამდე ქვეყნის 20 ქალაქზე გადის.

ტანაპი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკაში სერიოზულ წვლილს შეიტანს და ევროპის ქვეყნების გასულ წლებში ენერგო მიწოდებაში შექმნილი მონოპოლიზაციის შიშს შეამცირებს. ტანაპის მთავარი პროექტი, ბუნებრივი აირის სამხრეთ კორიდორი, დაახლეობით 40 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, 3 ათას 500 კილომეტრის სიგრძისაა და მთლიანობაში 6 ქვეყანას მოიცავს. ტანაპი კი ამ პროექტის 1850 კილომეტრს წარმოადგენს. ბუნებრივი აირის სამხრეთ კორიდორი კი სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და  ტრანს-ადრიატიკის მილსადენის ხაზის ტანაპთან შეერთებისგან შედგება. აღნიშნული პროექტები აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის ევროპამდე უსაფრთხო მიწოდებასთან ერთად თურქეთის ენერგო დერეფანში მთავარ მარშრუტად გადაქცევის პოლიტიკაში თავის წვლილს შეიტანს.

ამასთან ერთად პროექტის დასრულების შემდეგ თურქეთში ბუნებრივი აირის ღირებულების შესამჩნევი შემცირება შესაძლოა მოხდეს. ამაზე გავლენას აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის საბადო შაჰდენიზ -2-დან მოპოვებული ბუნებრივი აირის ღირებულების სიმცირე და ბაზარზე მიწოდების პროცესში დაბალი ფასის პოლიტიკა იქონიებს გავლენას. თურქეთი, ბუნებრივი აირის მოხმარებაში თითქმის მთლიანად გარე დამოკიდებულების ქვეყანაა. მთავარი მიმწოდებლები კი რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ნიგერია და ალჟირია. რუსეთისგან და ირანისგან შეძენილი ბუნებრივი აირი, სავარაუდოდ, შედარებით ძვირია და აზერბაიჯანისგან შესაძენი იაფი ენერგია თურქეთისთვის გრძელ ვადებში მოლაპარაკების ზალას გაზრდის. ტანაპის ამოქმედებით პირველ ეტაპზე 1-დან 3 მილიარდ დოლარამდე დანაზოგის გაკეთება მოხდება, მთლიანობაში კი თურქეთს პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით 50 მილიარდ დოლარს მოუტანს.

ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის თურქეთის ენერგო ბაზად გადაქცევის მიზნისათვის ტანაპი მნიშვნელოვანი პოტენციალია. ბუნებრივი აირის წარმოების წყაროებთან და მათ მომხმარებელ ევროპასთან სიახლოვე თურქეთისათვის სერიოზული უპირატესობაა. თუმცა ამ მიზნისთვის ქვეყნის შიდა ენერგო გადაზიდვის ხაზების ინტენსიურობა და ინფრასტრუქტურის ძალა დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ტანაპის პროცესში საუბარია თურქეთის დაახლოებით 25 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის გატარების მოცულობაზე, თუმცა მომდევნო წლებში ამის როგორც შიდა მოხმარების ასევე ექსპორტისათვის ერთდროულად გამოყენება საკმაოდ რთულია. ამის გამო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ტანაპის შესაძლებლობები და უფრო მეტიც ადგილობრივი ტექნოლოგიის განვითარება მნიშვნელოვანია.   

აღმოსავლეთ-დასავლეთ გაზსადენმა, რომელმაც პოტენციალი აზერბაიჯანით შეიძინა, მომდევნო წლებში თურქმენეთის, ყაზახეთის, ერაყის, ირანისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სხვა რესურსების დასავლეთში გადატანაში შესაძლოა როლი შეასრულოს, ეს კი თურქეთის გრძელ ვადებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური მონაპოვარი იქნება - წერს ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მკვლევარი ჯემილ დოღაჩ იფექი.



მსგავსი ინფორმაციები