გლობალური პერსპექტივა 1

სტამბოლის პერსპექტივა

გლობალური პერსპექტივა 1

გლობალური პერსპექტივა 1/2018

გლობალური პერსპექტივა 1.2018

სტამბოლის პერსპექტივა

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

გამარჯობა ძვირფასო მსმენელებო, ღმერთის წყალობით ყოველი კვირის  ოთხშაბათ დღეს ამ ვირტუალური პროგრამით თქვენთან ერთად ვიქნებით. რაღაცის შესახებ წერა, თავდაჯერებულობას და გამბედაობას მოითხოვს. იმ შემთხვევაში თუ წერის დროს თქვენ ყველა ცოდნას და  ფიქრებს გამოამჟღავნებთ, ამით შეიძლება თქვენც ვიღაცაზე იმოქმედოთ, ზეგავლენა მოახდინოთ.   

წერა ძიება, ათწლეულების გამოცდილება და წლების განმავლობაში სამყაროს შესახებ   შეძენილი  ცოდნის  აღწერაა.   წერა, თავგადასავალია. წერის დაწყების შემდეგ თუ რა საკითხებს შეეხები ან კიდევ დაწერის შემდეგ რა გადაგხდება ან რა შედეგს მიიღებ ამას წინასწარ  ვერ გათვლი.

ახლა კი საკითხთან დაკავშირებით, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებებს გთავაზობთ...

ამ თავგადასავალში თქვენთან ერთად რამდენიმე საკითხის შეხებას ვაპირებ საუბარს.. ხანდახან შეიძლება ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთის, კავკასიის, აფრიკის და კიდევ სხვა რეგიონების საკითხებიც განვიხილოთ. პროგრამის მსვლელობისას პალესტინის, ყირიმის, ახალციხის, არაკანის და სხვა საკითხებიც შეიძლება განვიხილოთ.

ხანდახან კიდევ, ევროპაში მცხოვრებ იმ ლტოლვილ ოჯახს გავიხსენებთ, რომელსაც ძალით გამოსტაცეს საკუთარი შვილი ხელებიდან. განურჩევლად ერისა, ენისა,  რწმენისა და სქესისა ყველა იმ ადამიანის პრობლემას უნდა შევეხოთ ვინც ჩაგვრას განიცდის  და არაადამიანურ პირობებს აწყდება. რადგან, ამ საკითთან დაკავშირებით დასავლეთში მდგომარეობა მართლაც და სავალალოა.  მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში  შევეცდებით, რომ  თურქეთს  მსოფლიოს  თვალით შევხედოთ. არა მხოლოდ თურქეთის პრობლემებს,  არამედ მსოფლიოს პრობლემებსაც განვიხილავთ. ხანდახან ისე ხდება, რომ თურქეთის შიდა პრობლემებს უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ და თუ რა ხდება მსოფლიოში ამას არ ვაკვირდებით. ეს ყველაფერი კი ჩვენი მეგობარი ხალხის პრობლემებს გვაშორებს. ამ პროგრამის მეშვეობით ჩვენ შევეცდებით იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენზე იმედებს ამყარებენ,  მათი ეს იმედები ყოველთვის დავაყენოთ დღის წესრიგში. კარგით ამ შემთხვევაში ჩვენი პროექცია სად უნდა დავაყენოთ და მსოფლიოს საიდან უნდა შევხედოთ? დღეს, მსოფლიოს თუ გადავხედავთ სამი ძირითადი პრობლემა არსებობს. ესენია უსამართლობა, გაუზიარებლობა და სხვადასხვა კულტურების ერთად  თანაცხოვრების აუტანლობა. კარგით თუ არსებობდა პერიოდი ან იმის გამოცდილება, რომ ეს სამი პრობლემა გადაჭრილიყო?  სამართლის ყველასათვის არსებობის, მშიერი მეზობლისთვის ლუკმის გაყოფის, განურჩევლად ერისა, რასისა და რწმენისა, გაჩენილის, გამჩენის გულისთვის შეყვარების ნათელი მაგალითები? თუ ნამდვილად არსებობს ასეთი გამოცდილება, შედეგი რაც არ უნდა იყოს, ყველამ იმ მიმართულებით უნდა წავიდეთ. მსგავსი პრაქტიკის დასავლურ ცივილიზაციაში ნახვა რატომღაც რთულია. ჩვენ ამ საკითხში ჩვენივე ცივილიზაცია უფრო კარგ მეგზურობას გაგვიწევს. ხორასანიდან ბალკანეთში მოგზაურობის თითქმის ათას წლიანი გამოცდილება შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კარგი გზამკვლევი იყოს. ამ თვალსაზრისით თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ სტამბოლი სულ რაღაც ასი წლის წინ მართლაც და მსოფლიოს გლობალური ცენტრი გახლდათ. სტამბოლი მხოლოდ რომელიმე ტომის ან იდეოლოგიის ადამიანების ცხოვრების ცენტრი არ გახლდათ, არამედ მრავალფეროვნებით სავსე ცენტრი გახლდათ.  ვინაიდან იმ პერიოდში ისინი ფიქრობდნენ, რომ რაც უფრო მრავალფეროვან გარემოში იცხოვრებდნენ, მით უფრო ძლიერები იქნებოდნენ. სტამბოლი იმპერიის პერიოდში მუსლიმების და არამუსლიმების  ერთად თანაცხოვრების სამაგალითო ცენტრი გახლდათ.

მე-20 საუკუნეში საკუთარი ცივილიზაციიდან შორს მდგომი და დასავლურ ცივილიზაციისკენ მიმბაძველი თურქი ინტელიგენტებიც გახლდათ. რა თქმა უნდა,  აღმოსავლეთში და დასავლეთში განვითარებული მოვლენების თვალყური და ანალიზი დიდი მოგებაა.  მაგრამ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დასავლურ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებული თურქი ინტელიგენტები, სტამბოლში არსებულ მდგომარეობას საჭიროებისამებრ ყურადღებას არ უთმობდნენ. სახელმწიფოებრიობის პერიოდში სტამბოლზე მოხვეული ჩრდილი სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის  გაფანტული. დღეისათვის მსოფლიოში, მრავალფეროვნების ერთად თანაცხოვრების ამსახველი რამდენიმე ქალაქი თუ არსებობს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ჩვენთვის ყველაზე ნათელი მაგალითი, რომელთანაც ადვილად ვწვდებით, სტამბოლი გახლავთ. სტამბოლს თუ გადავხედავთ ის პრობლემები რაზეც ზემოთ გავამახვილეთ ყურადღება, ადვილად შეგვიძლია აღმოვფხვრათ. სტამბოლს დღეისათვის არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად მეგზურის როლის შეთავსება შეუძლია. ამ წინადადებების   სხვადასხვა ენებზე გადათარგმნით,  სმენით და კითხვით   შეიძლება გამოჩნდეს, ისეთი ვისაც სურვილი გაუჩნდება, რომ მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ერთად თანაცხოვრებაშიო,  წერს,  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.


საკვანძო სიტყვები: სტამბოლი , პერსპექტივა , გლობალური

მსგავსი ინფორმაციები