გლობალური პერსპექტივა 2

როჰინჯიელი მუსლიმანები

გლობალური პერსპექტივა 2

გლობალური პერსპექტივა 2.2018

როჰინჯიელი მუსლიმანები

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

 

შეიძლება ზოგიერთს არაკანელი ანუ როჰინჯიელი მუსლიმანების შესახებ ბოლო პერიოდამდე არაფერი გსმენიათ. მათი პრობლემების და ტრაგედიის შესახებ 2017 წლის 25 აგვისტოს გავიგეთ უმეტესმა. მაშინ როდესაც, მიანმარის რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ იძულებული გახდნენ ბანგლადეშისათვის შეეფარებინათ თავი.

ახლა კი თემასთან დაკავშირებით, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებებს გთავაზობთ...

არაკანი ტერიტორიულად თუ სად მდებარეობს ამის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიას უნდა გადავავლოთ თვალი. არაკანი, მიანმარის შვიდი პროვინციიდან ერთ-ერთია. მიანმარს ტაილანდი, ლაოსი, ჩინეთი, ინდოეთი, ბანგლადეში  და ბენგალის სრუტე ესაზღვრება. არაკანი კი მიანმარის სანაპიროს ყველაზე სტრატეგიული რეგიონია.

ერთ-ერთი ვარაუდით, არაკანში ისლამი, ბენგალის სრუტეში ჩაძირული მუსლიმანი ვაჭრების გემიდან გადარჩენილებს გაუვრცელებიათ.  მათ საუკუნეების განმავლობაში თავიანთი სასულთნო გააჩნდათ. ქვეყანა 1885 წელს დასავლელი იმპერიალისტური ძალებიდან ინგლისმა დაიპყრო. ინდიელებს ერთი ასეთი გამონათქვამი აქვთ: „თუ შეამჩნევთ, რომ მდინარეში ორი თევზი ჩხუბობს, მაშინ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ამ მდინარეში ინგლისელს გაუვლია.“ მაშინ, როდესაც მიანმარმა 1948 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა, პრობლემებმაც იჩინა თავი. 1962 წელს გადატრიალების მეშვეობით სათავეში მოსულმა გენერალმა, ნე ვინმა ბირმას  სახელი შეუცვალა და მიანმარი  უწოდა. ერთპარტიული მმართველობის პერიოდში მან მუსლიმანების მიგრაციისათვის ყოველგვარ პოლიტიკურ ხერხს მიმართა. მათ შორისაა თითქოს და მშვიდობიანი ბუდისტების პერიოდული თავდასხმები. რეგიონში ბოლო ათწლეულების ისტორიას თუ გადავხედავთ მხოლოდ სისხლისღვრას, ტკივილს, ძალადობას და იძულებით მიგრაციას დავინახავთ. არაკანის პრობლემების განსახილველად ევროპის როჰინჯიელთა საბჭოს თავჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის მოადგილის,  უმით იარდიმის მონაწილეობით,  ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტში პანელი გაიმართა, სადაც არაკანის პრობლემაზე იქნა ყურადღება გამახვილებული. განსხვავებულობის თავიდან აცილების მიზნით მიანმარში ყველა ვალდებულია  ქვეყნის სახელად მიანმარი გამოიყენოს.  ჩვენ მსგავსი სიტუაცია 1980-იან წლებში, ბულგარეთში მცხოვრებ თურქებშიც  გვხვდება.

დიახ პრობლემა დიდია, ტკივილი დიდია, მაგრამ თუ სუნთქვა შეგიძლია, ე.ი. იმედიც არსებობს. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ პრობლემების მოგვარების შესახებაც ვისაუბროთ.

1) მიანმარის შესახებ საერთაშორისო ზეწოლის განხორციელება: იქ სადაც უსამართლობაზე, ზეწოლაზე და დაშინებაზეა საუბარი, ასეთი სისასტიკე მხოლოდ ზეწოლით შეიძლება შეაჩერო. ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ მიანმარის წინააღმდეგ უფრო მეტი ზეწოლა უნდა განახორცილოს. ამის განხორციელება კი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით არის შესაძლებელი.  

2) პრობლემების მოგვარების საერთაშორისო ორგანიზაცია: მაგალითად უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი მინსკის ჯგუფი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩინეთი და ინდოეთი იმ რეგიონში პრობლემის მოგვარების ნაცვლად სიტუაციის გართულებას ემსახურებიან. მაგრამ, პრობლემის მოსაგვარებელ გეგმაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართულნი, რათა ამ გეგმამ უფრო ეფექტურად იმოქმედოს. ეს ორგანიზაცია ასევე არაკანელი მუსლიმების სამშობლოში დაბრუნებით და ცხოვრების უფლებების დაცვითაც უნდა იყოს დაინტერესებული და პასუხისმგებელი. 

3) არაკანში არსებული დევნა, ჩაგვრა და უფლებების დარღვევა  დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული: არაკანელებს,  სირიაში მცხოვრებ ქურთების მსგავსად  ჯერ კიდევ არ გააჩნიათ პირადობის მოწმობები. მათ რადგან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ, განათლების, ჯანდაცვის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც ვერ აგვარებენ. საკითხის მოსაგვარებლად ყველა ადგილობრივმა თუ საერთაშირისო ორგანიზაციამ ეს საკითხი უნდა დააყენოს დღის წესრიგში.

4) დახმარების გაწევა: 100 ათასობით ადამიანის შემფარველ ბანგლადეშზე დახმარების გაწევაა საჭირო. რადგან,   ისინი  ეკონომიკურად ისედაც რთულ მდგომარეობაში არიან.

5) სტრატეგიის ორგანიზაციების პრიორიტეტი: მიანმარის მსგავსად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სადაც ჰუმანიტარული კრიზისია თურქეთი, კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების სამმართველოთი, (AFAD) წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოთი, (TİKA) ჰუმანიტარული ორგანიზაცია İHH-თი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებით შესაბამის დახმარებას ახორციელებს.

6) თურქეთის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კრიზისის მოგვარების ჯგუფის შექმნა.

7) გლობალური ცნობიერების შექმნა: როგორც არაკანის ასევე იერუსალიმის საკითხი მხოლოდ მუსლიმანების პრობლემა არ არის. ასეთ საკითხებში გლობალური ცნობიერება ძალზედ მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით როგორც პირველი ლედი, ემინე ერდოღანის აღნიშნული რეგიონის მონახულება ძალზედ მნიშვნელოვანი  გახლდათ. სინამდვილეში მსოფლიოს ნებისმიერ კუთხიდან ყველას შეუძლია ჩაერთოს  გლობალურ ცნობიერებაში,  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები