ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს შესაძლო პოლიტიკური შედეგები

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს შესაძლო პოლიტიკური შედეგები

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს შესაძლო პოლიტიკური შედეგები

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს შესაძლო პოლიტიკური შედეგები

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს მიერ ჩრდილოეთ სირიაში შექმნილი ახალი ძალთა ბალანსი, სირიის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ეტაპზეც მოახდენს გავლენას. 

თურქეთის მიერ აფრინის რეგიონში YPG-ს წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ დასრულდა. ოპერაციის პირველმა თვემ შედარებით რთულად ჩაიარა, თუმცა სასაზღვრო რეგიონში YPG-ს წინააღმდეგობის გატეხვით ოპერაცია დაჩქარდა და მოკლე დროში აფრინის ალყაში მოქცევა დასრულდა. ამ პროცესში YPG-ელებმა პერიფერიები დატოვეს და აფრინის ცენტრისკენ დაიხიეს. მოსალოდნელი იყო YPG-ს აფრინის ცენტრში ქალაქის ომისთვის მზადება. თუმცა ამის საწინააღმდეგოდ YPG-მ ქალაქის ცენტრშიც არ გაწია წინააღმდეგობა და აფრინი თითქმის შეტაკების გარეშე თურქეთის შეიარაღებული ძალების და თავისუფალი სირიის არმიის კონტროლში გადავიდა.   

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს სამხედრო განზომილებასთან დაკავშირებით შეფასებები ხშირად გაკეთდა. თუმცა ასეთივე მნიშვნელოვანია რა იქნება აფრინის თურქეთის კონტროლის ქვეშ გადასვლის შემდეგ სირიის კრიზისის მიმართულება, თურქეთის YPG-სთან ბრძოლა, სირიაში თურქეთ-აშშ-ს კონკურენციაზე ან თანამშრომლობაზე შესაძლო გავლენები, YPG-ს ეროვნულ და საერთაშორისო ალიანსზე გავლენები.  

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს თურქეთის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი სამხედრო შეკავების შექმნაა. ოპერაცია ევფრატის ფართან შედარებით უფრო რთულ ტერიტორიაზე უფრო მეტ მილიტანთან მებრძოლმა თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან მცირე დროში და ბევრად უფრო ცოტა დანაკარგით დაასრულა ოპერაცია. ნათელია, რომ თურქეთი, რომელმაც სამხედრო მასშტაბები და მისი გამოყენების ნება აჩვენა, მენბიჩსა და ევფრატის აღმოსავლეთში YPG-სთან ბრძოლაში გაძლიერდება. უპირველეს ყოვლისა აშშ დაიწყებს ფიქრს, თურქეთის შეიარაღებული ძალებისათვის ვერანაირი წინააღმდეგობის ვერ გამწევი YPG-ს დაცვას სადამდე და როგორ შესძლებს. ეს ახალი ვითარება აშშ-ს აიძულებს ორი ფორმით იმოქმედოს. აშშ პირველი არჩევანით თურქეთის დასაკმაყოფილებლად მენბიჩის საკითხზე შესაძლოა ზოგიერთ დათმობაზე წავიდეს. მეორე, მენბიჩში YPG-ს დაცვის ფარის გაძლიერებაზე შესაძლოა წავიდეს. უფრო დიდი ალბათობით აშშ მეორე არჩევანს მიანიჭებს უპირატესობას. რადგანაც აშშ-მა იცის რომ YPG-ს, რომელიც აფრინში ვერ დაიცვა, მისი სამხედროების დაცვის ქვეშ მყოფ მენბიჩშიც თუ ვერ დაიცავს, შესაძლოა იგი დაკარგოს. YPG-მ მართლაც და მენბიჩში შესაძლო თურქეთ-აშშ-ს შეთანხმების შემთხვევაში ირან/რეჟიმის ალიანსზე წასვლაზე შეიძლება იფიქროს.    

არაბული მოსახლეობის რეაქცია YPG-ზე

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ YPG -ს მენბიჩსა და ევფრატის აღმოსავლეთში არაბებთან თანამშრომლობას მყიფეს გახდის. YPG-ს სირიის დემოკრატიული ძალების ბაზაზე არაბულ ელემენტებთან დამყარებული ალიანსი ისედაც ინტერესებსა და არაბული საგვარეულოების ადგილობრივი უსაფრთხოების გარანტირების მოტივაციას ეყრდნობა. ცნობილია, რომ რეგიონებში,  რომლებიც არაბული მოსახლეობით ინტენსიურადაა დასახლებული, ლეგიტიმურობა თითქმის არ აქვს. განსაკუთრებით მენბიჩი სირიის კრიზისის დასაწყისიდან დღემდე რეჟიმის ოპოზიციის სახელით წინა პლანზე წამოწეული ქალაქია და თავისუფალი სირიის არმიის დიდი ნაწილი მენბიჩელია. ამის გამო YPG-ს ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-თი წარმოჩენილი სისუსტე, მენბიჩის შიგნით წარმოდგენებს შეცვლის. ისედაც დიდი ხანია მენბიჩში მოსახლეობის ერთი ნაწილი YPG-ს წინააღმდეგ გამოსვლებს აწყობს. მომდევნო პერიოდში შესაძლოა ამ მოვლენების გააქტიურება მოხდეს. მენბიჩში YPG-ს მოწინააღმდეგეები მოქმედების დასაწყებად შესაძლებლობას ეძებენ და სურთ თურქეთის მენბიჩის საკითზე სერიოზულობა დაინახონ, ამ მის მიხედვით დაიჭირონ პოზიცია. „ზეთისხილის რტო“, თურქეთის საუბრის მიღმა სამხედრო ძალის გამოყენების ნების წარმოჩენის და YPG-ს წინააღმდეგობის გაწევის შანსის არ ქონის ჩვენების კუთხით მნიშვნელოვანია. ასევე წარმოჩნდა, რომ საერთაშორისო ზეწოლაც თურქეთს ხელს ვერ შეუშლის.    

YPG-ს აფრინში წაგებასთან ერთად მნიშვნელოვანია წაგების ფორმაც. თუ „ზეთისხილის რტო“-ს პირველ ეტაპს არ ჩავთვლით, ტერორგანიზაციამ თითქმის ვერ წარმოაჩინა წინააღმდეგობა, ბრძოლის ნება და ქალაქი ცენტრის ჩათვლით გაქცევით დატოვა. ას ვითარება YPG-ს შიგნით არსებული სირიელი ელემენტების, მათი PKK-ს რეგიონალურ მიზნებისთვის არ გაწირვის მიმართულებით დაეჭვებას გამოიწვევს. ამ ვითარების ბუნებრივი შედეგი მომდევნო პერიოდში YPG-ს შიგნით PKK-ს კადრებისა და სირიელი ელემენტების ფორმით გაყოფაა. ამ არგუმენტის მხარდამჭერი მონაცემი, აფრინის ცენტრში YPG-ს მოქმედების ფორმის საკითხზე PKK-ს კადრებსა და ადგილობრივ მილიტანებს შორის წარმოქმნილი აზრთა სხვადასხვაობაა. PKK-ს ლიდერები ბოლო დღემდე აფრინში წინააღმდეგობის გაწევის მოწოდებას აკეთებდნენ, ადგილობრივი მილიტანები კი ამას არ დაემორჩილნენ და გაქცევა ამჯობინეს

თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა შესაძლოა გაიზარდოს

აფრინის შემდეგ სირიაში, თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობის გაზრდაა მოსალოდნელი. თუ ანკარა და ვაშინგტონი ქალაქ მენბიჩის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიიღებენ, მაშინ, თურქეთი ეტაპობრივად გაზრდის ზეწოლას ამ ქალაქზე. YPG-ს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში თურქეთი რუსეთისგანაც მხარდაჭერას ელის, რადგან, საქმე ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც YPG-ს და ამერიკის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და რუსეთ-ირან-ასადის ბლოკიც სწორედ ამ ტერიტორიებზე აცხადებს პრეტენზიას. რეჟიმის ძალებმა რამდენჯერმე სცადეს დეირ ეზ ზორის რეგიონში შესვლა, მაგრამ, ყოველ ჯერზე ამერიკელების წინააღმდეგობას წააწყდნენ. მაგრამ, ახლა, თუ ანკარაც, რუსეთ-ირან-ესადთან ერთად გაზრდის ზეწოლას მენბიჩზე, მაშინ, ამერიკა ჩიხში მოექცევა და შეიძლება YPG-ს დაატოვებინოს ეს ქალაქი.

მოკლედ, აფრინის ოპერაციამ და აქედან YPG-ელების გასვლამ მათი რუსეთთან დამოკიდებულება მთლიანად გაანულა და ამჟამად მხოლოდ ამერიკელებზე არიან დამოკიდებულნი. YPG რუსეთს აფრინის ოპერაციისათვის მწვანე შუქის ანთებაშიც სდებენ ბრალს, რაც უახლოეს დღეებში მათ შორის კავშირების მთლიანად გაწყვეტას გამოიწვევს და მის სანაცვლოდ სირიაში ერთის მხრივ თურქეთ-რუსეთის კიდევ უფრო დაახლოება მოხდება, მეორეს მხრივ კიდევ უფრო გამწვავდება ურთიერთობა თურქეთ-ამერიკას შორის

„ზეთისხილის რტო“ს ოპერაციის საკითხში მართალია რუსეთმა თურქეთის მხარე დაიკავა, მაგრამ, ეს არ ითქმის მის მოკავშირე ირანზე და ასადის რეჟიმზე. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელებმა ქურთი ტერორისტების დასახმარებლად მათ დაქვემდებარებაში მყოფი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებაც კი შეაგზავნეს აფრინში, თუმცა თურქი ქვედანაყოფების მხრიდან გახსნილი მაისური ცეცხლის გამო უკან გაიქცნენ. შეიძლება ამის შესახებ რუსეთმა იცოდა კიდეც, მაგრამ, მათთვის რაიმე მხარდაჭერა არ გამოუჩენია. ასე რომ, ირანის ინიციატივას აფრინში ხელი მოეცარა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სირიაში ირანის ზეგავლენა ძალზედ გაიზარდა და რუსეთს თურქეთთან ახლო თანამშრომლობით სურს ბალანსის შენარჩუნება რა, ამით ორივე ქვეყნის პოზიციები სირიაში გაძლიერდება და ჩრდილში დასტოვებს ირანის ზეგავლენას. 

სირიის ჩრდილოეთში ახალი ძალათა ბალანსი

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს შედეგები ალბათ ირანის და სირიის რეჟიმის შეშფოთებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ახლა თურქეთი, თავისუფალ სირიის არმიასთან ერთად ალეპოში,  რეჟიმის კონტროლში მყოფ რეგიონებზე ზეწოლას უფრო გააძლიერებს. ასტანის პროცესიდან გამომდინარე შეიძლება მხარეებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს, მაგრამ მათ შორის ნდობა არ არსებობს. შესაძლოა ირანი  განსაკუთრებით მის მიერ მხარდაჭერილ  შეიარაღებულ დაჯგუფებების კონტროლის ქვეშ მყოფ, ნაბულის და ზეჰრას რეგიონების საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამდეს. ირანის და რეჟიმის YPG/PKK-ს მიმართ დამოკიდებულება,  მათი მენბიჩში და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით განლაგების საკითხთან დაკავშირებით მიღებული პოზიციით  გახდება ცნობილი.  არსებული კავშირიდან თუ შევხედავთ თურქეთის, მენბიჩის და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთის მიმართ განხორციელებული ზეწოლის წინააღმდეგი არავინაა. თუმცა, აშშ,  თავისუფალი სირიის არმიის  აღნიშნულ რეგიონებში განლაგებასაც შეიძლება არ დაეთანხმოს, რადგან მათ ერთგვარ საფრთხედ აღიქვამს. მენბიჩსა და ევფრატის აღმოსავლეთით,  აშშ-YPG-ს კავშირის გაგრძელება შესაძლოა სამომავლოდ,  თურქეთ-ირანს შორის კოორდინაციისათვის საფუძველიც გახდეს. თუმცა შეიძლება ირანმა, YPG-ს საკუთარ მხარეს გადაბირებაც ისურვოს. ასეთი თანამშრომლობა აფრინში შეინიშნა. აშშ-ს მხრიდან სირიაში უპირველეს საფრთხედ მიჩნეული შიიტური შეიარღებული დაჯგუფებების და YPG-ს ტერორისტების ერთობლივმა ფოტომ, ვაშინგტონში  სხვადასხვა ეჭვები გააჩინა. აშშ გრძნობს, რომ იმ შემთხვევაში თუ  YPG-ს მენბიჩში ვერ დაიცავს,  ირანის მხარეს გადავიდეს. ასეთმა სცენარმა კი შესაძლოა,  თურქეთ-აშშ-ს დაახლოებაც გამოიწვიოს. თურქეთს კი მოკავშირეობის დამყარების თვალსაზრისით მტკიცე დებულებები  აქვს. თურქეთი ყველა იმ მოთამაშეს ვინც YPG-სთან ერთად იმოქმედებს საფრთხედ აღიქვამს. 

ოითუნ ორჰანი

ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული კვლევის ცენტრის სპეციალისტი

 

 



მსგავსი ინფორმაციები