აქტუალური თემის ანალიზი 19/2018

პრეზიდენტ ერდოღანის საარჩევნო მანიფესტი და საგარეო პოლიტიკა

აქტუალური თემის ანალიზი 19/2018

აქტუალური თემის ანალიზი 19/2018

პრეზიდენტ ერდოღანის საარჩევნო მანიფესტი და საგარეო პოლიტიკა

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა მისი და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის 24 ივნისის საარჩევნო მანიფესტი მოსახლეობას გააცნო. საარჩევნო მანიფესტი პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანისა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ეკონომიკურ, ჯანდაცვის და შიდა პოლიტიკის საკითხებში ბევრ დაპირებას შეიცავს. ამასთანავე მანიფესტში 24 ივნისის არჩევნებში პრეზიდენტ ერდოღანის არჩევის შემთხვევაში თურქეთის საგარეო პოლიტიკის მიზნების შესახებაც არის საუბარი.

უეჭველია, რომ წინამდებარე პროცესში თურქეთის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი  ტერორთან ბრძოლა იქნება. პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ტერორთან ბრძოლა თურქეთის საზღვრებით არ შემოიფარგლება და ტერორს მისი წარმოქმნის ადგილზე, საზღვრებს გარეთაც ებრძვიან. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჯერ ოპერაცია „ევფრატის ფარით“ თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად თურქეთის საზღვარი დეაში-სგან გაწმინდა, შემდეგ კი ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ მეშვეობით აფრინის დაბა PKK/YPG-ს ტერორისტული ელემენტებისგან გაწმინდა. განსაკუთრებით ოპერაცია „ევფრატის ფარი“, აჩვენებს რამდენად სწორია თურქეთის ახალი მიდგომა ტერორთან ბრძოლაში, რადგანაც ამ ოპერაციის შემდეგ თურქეთში დიდი ხნის მანძილზე დეაში-ს ტერაქტები აღარ მომხდარა. ამავდროულად, თურქეთის შიგნით უსაფრთხოების ძალებმა და სადაზვერვო განყოფილებებმა ბევრი შესაძლო ტერაქტი აღკვეთეს. ასევე ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ მეშვეობით ტერორგანიზაცია  PKK/YPG-ს ამანოსის მთების გავლით ჰათაის რეგიონში შეღწევა აღიკვეთა. პრეზიდენტ ერდოღანის საარჩევნო მანიფესტის მიხედვით 24 ივნისის შემდეგ ტერორის წინააღმდეგ ახალი საზღვრის მიღმა ოპერაციების დაწყებაა მოსალოდნელი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჟამად PKK-ს წინააღმდეგ ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები მომდევნო პერიოდში უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება. ამასთანავე ტერორთან ბრძოლის ფარგლებში სირიის ჩრდილოეთში YPG/PKK-ს წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია თურქეთის გეგმებში შედის.

პრეზიდენტ ერდოღანის საარჩევნო მანიფესტში ნათქვამია, რომ თურქეთი არც სხვის ბატონობას მიიღებს და არც თავად ებატონება ვინმეს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ეს პოზიცია ბევრ დასავლურ ქვეყანას აწუხებს, მთელს მსოფლიოსა და რეგიონში საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად თურქეთი დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს. განსაკუთრებით პრეზიდენტ ერდოღანის მიერ თურქეთის გლობალურ მოთამაშედ დახასიათება თურქეთის ამ ასპექტში მიზნებს ღიად აჩვენებს, თუმცა თურქეთი არც სხვის ბატონობას მიიღებს და არც თავად ებატონება ვინმეს და ამის ყველაზე დიდი მაგალითია თურქეთის არა ექსპლოატაციაზე არამედ ურთიერთ პატივცემაზე დამყარებული და დახმარების გაწევის აფრიკის პოლიტიკა. თურქეთი,  მსოფლიოში მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის მიხედვით ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების გამწევი ქვეყნაა, რაც თურქეთის ჰუმანიტარული საგარეო პოლიტიკის მტკიცებულებაა.

თურქეთის ეფექტური საგარეო პოლიტიკის მდგრადობის და განვითარებისთვის საჭიროა თურქეთის დამოკიდებულების შემცირება და სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდა. ამ ასპექტში დიდი მნიშვნელობის მატარებელია თურქეთის თავდაცვითი მრეწველობა. ამიტომაც პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მანიფესტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თავდაცვის მრეწველობას. თურქეთმა 2011 წლის შემდეგ თავდაცვით მრეწველობაში ექსპორტი 90%-ით გაზარდა და მსოფლიოში იარაღის ექსპორტიორ ყველაზე დიდ ქვეყნებს შორის მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. თურქეთმა ამავდროულად თავდაცვით მრეწველობაში გარე დამოკიდებულება 80%-დან 30%-მდე შეამცირა. მოსალოდნელია, რომ თურქეთის თავდაცვითი მრეწველობა მომავალშიც გაგრძელდება. განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატების საკითხში თურქეთმა მსოფლიო მასშტაბით დიდ წარმატებას მიაღწია. თურქეთი ერთ-ერთია იმ ექვს ქვეყენას შორის, რომელიც საკუთარ უპილოტო საფრენ აპარატს აწარმოებს. ამავდროულად პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის  განცხადება, რომ უპილოტო ტანკს დაამზადებენ, იმის მაჩვენებელია, რომ თურქეთი მნიშვნელოვან ტექნოლოგიებში იდეების მქონე და ინოვაციების შემომტანი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.  

თურქეთის თავდაცვის მრეწველობაში გაძლიერება ზრდის თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ეფექტურობას. მეგობარი და მოკავშირე ქვეყნებისთვის იარაღის შეძენის საკითხში თურქეთი მნიშვნელოვან ალტერნატივად იქცა და თავისი ადგილი დაიკავა საერთაშორისო ბაზარზე. თურქეთი აწარმოებს დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალების ექსპორტს ფართო ტერიტორიაზე დაწყებული აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან დამთავრებული სპარსეთის ყურის ქვეყნებით და  მალაიზიით. ამავდროულად თურქეთის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს თურქეთიდან პაკისტანის მიერ ვერტმფრენების „ატაკი“-ს და გემის და კატარის მიერ შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის  Bayraktar TB2-ის შესყიდვებს. ეს ასევე აძლიერებს თურქეთის კვლევა-განვითარების სამუშაოების და თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ეფექტურობას. 



მსგავსი ინფორმაციები