თურქეთი საჰაერო თავდაცვას აძლიერებს

თურქეთი, საჰაერო და სარაკეტო სისტემის გაძლიერებისთვის ყველა შიდა ძალისხმევას მაქსიმალურად იყენებს

თურქეთი საჰაერო თავდაცვას აძლიერებს

თურქეთი საჰაერო თავდაცვას აძლიერებს

თურქეთი,  საჰაერო და სარაკეტო სისტემის გაძლიერებისთვის ყველა შიდა ძალისხმევას მაქსიმალურად იყენებს.

თურქეთი საჰაერო თავდაცვას აძლიერებს

თურქეთი, ეროვნული წარმოების თავდაცვის სისტემის შესაქმნელად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

თურქეთის ეროვნული წარმოების საჰაერო და სარაკეტო სისტემის მოდელების შესაქმნელად და გასაძლიერებლად  ყველა შიდა ძალისხმევას მაქსიმალურად იყენებს. თურქეთი, ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად როგორც ქვეყნის შიდა რესურსებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთის ფირმებიდანაც ტექნიკურ დახმარებებს იღებს. გარდა ამისა, მათი დიზაინის სრულყოფისათვის და განვითარებისთვის შვილობილი, მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე ფირმებიც იღებენ მონაწილეობას. მათ შორის არიან თურქეთის სამხედრო ელექტრონული მრეწველობის კომპანიები  ASELSAN-ი და ROKETSAN-ი. 

საჰაერო თავდაცვის სფეროში  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანი, „თურქეთის შიდა რესურსებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო მასშტაბით გატანაა“. ამ სტრატეგიის მიზანია ასევე NATO-სთან დაახლოებული ქვეყნებთან თავდაცვის მრეწველობაში თანამშრომლობაც.

„ჰელსი-ს“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული სისტემების შიდა და საექსპორტო ვერსიებთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით, კვლევები გრძელდება და იგი   40 კილომეტრიან მანძილზეა გათვალისწინებული.

„გოქთუღი-ს“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული სარაკეტო სისტემა, „ჰელსი-ს“ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სისტემაში იქნება ინტეგრირებული.

გარდა ამისა „ქორქუთ“-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული იქნება სისტემა, რომელიც საზღვაო პლატფორმაზე იქნება ინტეგრირებული. ამით საზღვაო ძალების სარდლობის სისტემა, ეროვნული წარმოების ინვენტარით იქნება შევსებული.

თურქეთის სამხედრო ელექტრონული მრეწველობა ASELSAN-ის და ROKETSAN-ის თანამშრომლობით შექმნილმა „ჰისარი“-ს თავდაცვის სისტემებმა საწვრთნელი ტესტები წარმატებით გაიარეს.   სატესტო დარტყმების დაბალ სიმაღლეზე (Hisar-A/15 კილომეტრი) და საშუალო სიმაღლე (Hisar-O/25 კილომეტრი) მიზნად ისახავს სამხედრო ბაზების, პორტების და სამხედრო ერთეულების დაცვას. მათი მისია არის  ასევე ფიქსირებულ და მბრუნავ ფრთებიან თვითმფრინავებისგან, ჰაერიდან ნასროლი რაკეტებისგან და უპილოტო საფრენი აპარატებისგან აღნიშნული ობიექტების დაცვა.  წინასწარი გათვლების მიხედვით,   „Hisar-A“ 2020,   ხოლო   „Hisar-O“   2021 წლისთვის შევა მოქმედებაში. 

ქორქუთი ზღვაშიც დაიცავს

სახმელეთო ძალების სარდლობისთვის გადასაცემი „ქორქუთი“-ს სისტემა, საბრძოლო გემებს რაკეტების შეტევისგან  დაიცავს.  ამიტომ, წინასწარ პროტოტიპად  წარმოებული „Korkut-D“ სისტემა, საზღვაო ძალების სარდლობის მხარდაჭერით სასწავლო გემ,   TCG S.Mehmetpaşa-ზე იქნა ინტეგრირებული. Korkut-D-მა პირველი ტესტები წარმატებით გაიარა.

 გრძელმანძილიანი  სტრატეგია

თურქეთი,  გრძელმანძილიანი   საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემას მოკლე დროში  რუსეთიდან  S-400-ს სახით შეიძენს.

საშუალოვადიან პერსპექტივაში, თურქეთი ამ სისტემის შექმნაზე სხვა ქვეყნებთან ერთად იმუშავებს. შემდეგ კი ASELSAN-ის, ROKETSAN-ის  და  EUROSAM-ის ერთობლივი ძალისხმევით   SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემების ახალ,  უფრო დახვეწილ სისტემას შეიმუშავებს რა, ამ პროექტებზე წინასწარი სამუშაოები უკვე დაწყებულია.  

გრძელვადიან პერიოდისთვის კი თურქეთი მთლიანად ეროვნული წარმოების საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სიტემაზე გადასვლას ისახავს მიზნად

ანკარა

გოქსელ ილდირიმი



მსგავსი ინფორმაციები