11 თებერვალი ისტორიაში

11 თებერვალი ისტორიაში

11 თებერვალი ისტორიაში

1650 წლის 11 თებერვალს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მეცნიერი და ფილოსოფოსი რენე დეკარტი. იგი დღემდე დასავლური ფილოსოფიის ერთ-ერთ უდიდეს და მნიშვნელოვან მოაზროვნედ ითვლება. ახალგაზრდა დეკარტმა მათემატიკა და ფილოსოფია იეზუიტთა სექტისაგან შეისწავლა და შემდეგ ისინი თანდათანობით განავითარა და სრულჰყო. შემდეგ 15 წლიანი მოგზაურობა დაიწყო, რომლის დასრულებისას ჰოლანდიაში დასახლდა და ამ დროს ეს ქვეყანა სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა რა, აქ გააგრძელა სამეცნიერო მოღვაწეობა, თუმცა შემდეგ შვეციის დედოფალ კრისტინას მიწვევით სტოკჰოლმში გადასახლდა და აქვე დაიღუპა. თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებელმა და თანამედროვე მათემატიკის მამამ 1637 წელს გამოსცა “დისკუსიის მეთოდი“, ხოლო 1641 წელს “მედიტაციები“. სწორედ მას ეკუთვნის ისეთი მოარული გამოთქმა, როგორიც არის: „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ.“

1809 წლის 11 თებერვალს ინგლისელმა გამომგონებელმა რობერტ ფულტონმა ორთქლზე მომუშავე გემის პატენტი აიღო. ახალგაზრდობაში იგი ჯერ მხატვრობით იყო გატაცებული, თუმცა შემდეგ გამომგონებლობა დაიწყო და მარმარილოს ჭრისა და თოკზე ქსოვის მანქანები გამოიგონა და შესაბამისი პატენტებიც აიღო. 1797 წელს იგი პარიზში დასახლდება და მუშაობას დაიწყებს ორთქლზე მომუშავე გემზე, რომელსაც 1803 წელს ჩაუშვებს წყალში, მაგრამ საფრანგეთის ხელისუფლება არ დაინტერესდება ამ გამოგონებით. ფულტონი შემდეგ ამერიკაში გადავა საცხოვრებლად და ამ ქვეყნის ხელისუფლება მიიღებს მის მიერ წარმოებულ ორთქლის გემს, რომელსაც არც იალქანი სჭირდებოდა და არც ნიჩბები. 1815 წელს ფულტონმა მიიღო ამერიკის ხელისუფლების შეკვეთა და ააგო ორთქლზე მომუშავე და მსოფლიოში პირველი სამხედრო გემი

1965 წლის 11 თებერვალს, გაზეთ „იენი ადანა“-ს  მსოფლიო პრესის  ჯილდო გადაეცა. 1918 წლის 25 დეკემბერს პირველი მსოფლიო ომი დასრულდა რა, ოსმალეთის ტერიტორიების გადანაწილებაც დაიწყეს. თანამედროვე თურქეთის სამხრეთში მდებარე ადანა და ირგვლივ რეგიონები ფრანგებს გადაეცათ. ამ ფაქტიდან ხუთი დღის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად გამომცემლობა დაიწყო გაზეთმა სახელწოდებით „ადანა“. გაზეთში გავრცელებულმა ინფორმაციებმა ფრანგებში რა თქმა უნდა შეაწუხა, რის გამოც გაზეთი მალევე დაიხურა მაგრამ, გაზეთის მფლობელებმა შემდეგ იგივე გაზეთი სხვა სახელით ანუ „იენი ადანა“ გამოსცეს, რომელსაც 1965 წლის 11 თებერვალს მსოფლიო პრესის ჯილდო გადაეცა. ეს პირველი თურქული გაზეთი გახლდათ, რომელმაც ზემოთ ხსენებული ჯილდო აიღო.

2006 წლის 11 თებერვალს გერმანელმა არქეოლოგებმა ქალაქ,   შანლიურფას სოფელ ორენჯიქის მახლობლად მდებარე გობექლი-თეფეზე აღმოაჩინეს ნიშნები, რომლებიც წარმოადგენენ ხელნაწერის თავდაპირველ ფორმას, რომლებიც გამოიყენებოდა  კაცობრიობის უძველეს საინფორმაციო სისტემაში.

კარგათ ბრძანდებოდეთ....


საკვანძო სიტყვები: 11 თებერვალი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები