12 თებერვალი ისტორიაში

12 თებერვალი ისტორიაში

12 თებერვალი ისტორიაში

1912 წლის 12 თებერვალს,  ჩინეთის 6 წლის იმპერატორი პუი  ტახტიდან ჩამოაგდეს. ამრიგად, ორი ათასი წლიანი   ჩინეთის იმპერია და 267 წლიანი მანჩუს დინასტია დასრულდა.

1914 წლის 12 თებერვალს თურქეთში საჰაერო ფოსტა პირველად თვითმფრინავით განხორციელდა. პილოტ ნურის და კაპიტან პილოტ ისმაილ ჰაქქის მიერ გამოყენებულ პრინც ჯელალედდინის სახელობის თვითმფრინავით განხორციელებული პირველი საჰაერო ფოსტა ქალაქ ლეფკედან ქალაქ ბილეჯიქში გადაიტანეს. იმ დროს ჩვეულებრივ ფოსტისგან განსხვავებით კონვერტის მარკები უფრო ძვირი იყო. მარკებზე თვითმფრინავის, ფრინველის და სხვა სურათებს იყენებდნენ, ამ ყველაფერმა კი მარკების კოლექციონერობას შეუწყო ხელი.

1934 წლის 12 თებერვალს თანამედროვე თურქული ლიტერატურის და პოეზიის ცნობილი წარმომადგენელი, პიეტი და მწერალი ჯენაფ შაჰაბეთთინი სისხლის ჩაქცევით სტამბოლში გარდაიცვალა. დაწყებითი სკოლა მან სტამბოლში თოფანეში დაასრულა, შემდეგ სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და ბოლოს სამხედრო სამედიცინოს დამთავრების შემდეგ მთავარი ექიმი გახდა. მან პირველი ლექსი გაზეთ საადეთში გამოაქვეყნა და ამის შემდეგ იგი თევფიქ ფიქრეთის, ჰალიდ ზია უშაქლის მსგავს ცნობილ პოეტების სიაში შევიდა. პირველ პერიოდში თურქული პოეზიით შემდეგ კი დასავლური პოეზიით დაინტერესებულ ჯენაფს იმ პერიოდში ხშირად აკირიტიკებდნენ. იგი პოეზიასთან ერთად თეატრალური პიესების წერითაც გამოირჩეოდა.

ახალი 2002 წლის 12 თებერვალს მილოშევიჩის სასამართლო პროცესი დაიწყო. იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი გაერთიანებული ერების ომის დამნაშავეთა სასამართლოში დაიწყო. ბოსნიის ბრძოლაში მის წინააღმდეგ შეტანილი უამრავი საჩივრის საფუძველზე 2001 წლის 1 აპრილს სამართალდამცველებს ჩაბარდა და იგი ბელგრადის ციხეში გადაიყვანეს. შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილ და გაეროს დაქვემდებარებულ შევენინგენის კერძო საპატიმროში გადააგზავნეს. იგი 2006 წელს ჰააგაში გარდაიცვალა.

კარგათ ბრძანდებოდეთ...


საკვანძო სიტყვები: 12 თებერვალი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები