ჟენევაში კვიპროსის საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება

მხარეებმა რუკები უკვე გადასცეს გაეროს

ჟენევაში კვიპროსის საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში კვიპროსის საკითხის მოლაპარაკებების მესამე დღე დასრულდა. შეხვედრებზე მხარეებმა მათ მიერ მომზადებული რუკები წარადგინეს, რომლებიც  გაეროს სეიფში შეინახეს. ამასთან დაკავშირებით  ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსპიკერმა გაეროს გენერალურ ოფისში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა: „მხარეებმა მომზადებული რუკები გაეროს სპეციალისტებს წარუდგინეს. ახლა  გაეროს წარმომადგენლები თურქ და ბერძენ სპეციალისტებთან ერთად ახალ რუკებს მონტ პელეგრინში მომზადებულ რუკებს ადარებენ. ეს რუკები ორივე მხარის ლიდერებმაც ნახეს და ისინი გაეროს სეიფში შეინახეს.“

ჟენევაში მიმდინარე კვიპროსის მოლაპარაკებები თურქეთის ევროინტეგრაციის მინისტრმა ომერ ჩელიქმაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საკითხის მოგვარებით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება. მოლაპარაკებებში  დღეს გარანტორი ქვეყნების მონაწილეობით ხუთეულთა კონფერენცია უნდა გაიმართოს. გარანტორი ქვეყნებიდან თურქეთის, საბერძნეთის და ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრები და კვიპროსის ორივე მხარის დელეგაციის წევრები დაესწრებიან. ისინი კუნძულის უსაფრთხოებას და გარანტიებს განიხილავენ. კონფერენციას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი გახსნის.



მსგავსი ინფორმაციები