დღეს თურქი-მესხების გადასახლების 73-ე წლისთავია

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მესიჯი გაავრცელა

დღეს თურქი-მესხების გადასახლების 73-ე წლისთავია

თურქეთი, თურქი-მესხების გადასახლების წლისთავთან დაკავშირებით მესიჯს ავრცელებს და ფაქტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თურქი-მესხების საკუთარი სამშობლოდან გადასახლების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა. სამინისტრომ მესიჯში აღნიშნა, რომ 1944 წლის 14 ნოემბერს თურქი-მესხები, რომელთა სამშობლოც,  საქართველოს ახალციხის რეგიონია, უმრავლესობა ქალები და ბავშვები იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით გადაასახლეს.

„თურქი-მესხების არაადამიანური მეთოდებით სამშობლოდან გადასახლების 73-ე წლისთავს კიდევ ერთხელ დიდი მწუხარებით ვიხსენებთ. გადასახლების პერიოდში დაღუპულებს დიდი მწუხარებით მოვიხსენიებთ და მათ ახლობლებს თანავუგრძნობთ. ვიმედოვნებთ, რომ მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესი წარმატებით დასრულდება და მშვიდ გარემოში გააგრძელებენ ცხოვრებას. ისინი სადაც არ უნდა იყვნენ, თურქეთი მათ მხარდაჭერას ყოველთვის გააგრძელებს,“  ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები