საჰაერო თავდასხმა ალეპოში

დაღუპულია ათობით ადამიანი

საჰაერო თავდასხმა ალეპოში

 

სირიაში ქალა ალეპოში,  ეტარიბის სახელწოდების ბაზარზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით 53 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე ეტარიბის ბაზრის ტერიტორიას ოპოზიციონერები აკონტროლებენ. ბაზარზე სამი საჰაერო რეიდით განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ასევე 60-ზე მეტი ადამიანიც დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი, რომელთაგან ნაწილის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ დაღუპულთა რიცხვის გაზრდას ელოდებიან. ტერიტორია, რომელზეც ავიაიერიში მიიტანეს, ე.წ. დეესკალაციის ზონაში მდებარეობს. ის თურქეთის, რუსეთის და ირანს შორის დადებული შეთანხმების ფარგლებშია განსაზღვრული. მეორეს მხრივ ფაქტს, პენტაგონიც  გამოეხმაურა და მათ განაცხადეს, რომ თუ ვისი მხრიდან განხორციელდა თავდასხმა ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ.



მსგავსი ინფორმაციები