ნატო საქართველოს მადლიერია

ნატო საქართველოს მადლიერია

ნატო საქართველოს მადლიერია

ნატო, საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილის გამო მადლიერია. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბელგიის დედაქალაქ, ბრიუსელში მიმდინარე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე „ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის“  შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანაა, რომელსაც ავღანეთში საგანმანათლებლო ოპერაციების დროს ყველაზე მეტი წვლილი შეაქვს. იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მის უსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „რუსეთის ურთიერთობების გაზრდა,  საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ჩვენთვის შემაშფოთებელია.  რუსეთის მოვუწოდებთ, ამ ტერიტორიების აღიარებას თავი დაანებოს და საქართველოს ტერიტორიიდან გავიდეს,“ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მან ბოლოს ასევე დასძინა, რომ ნატო, საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.



მსგავსი ინფორმაციები