სირიაში თავდასხმები სამოქალაქოებზე გრძელდება

აღმოსავლეთ გუტაში კიდევ 5 სამოქალაქო პირი დაიღუპა

სირიაში თავდასხმები სამოქალაქოებზე გრძელდება

 

სირიაში, ასადის რეჟიმის მხრიდან ბლოკადაში მყოფ აღმოსავლეთ გუტას რეგიონზე განხორციელებული ინტენსიური საჰაერო და საარტილერიო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 5 სამოქალაქო პირი, ხოლო ათეულობით კი დაიჭრა, რომლებიც სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლო მდებარე საავადმყოფოებში.

თავდასხმების დროს მრავალი ნაგებობა დაინგრა და მის ქვეშ დარჩენილების გამოსახსნელად ადგილზე მუშაობენ სამაშველო ეკიპაჟები.

რეგიონზე თავდასხმები გრძელდება, თანაც დაჭრილებს შორისაც ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულების რაოდენობაში ზრდას ელიან.

ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის ცნობით, გასული წლის 14 ნოემბრის აქეთ იბომბება აღმოსავლეთ გუტა და მთლიანობაში 312 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა მას



მსგავსი ინფორმაციები