ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 5

აფრინის ოპერაციის პარამეტრები

ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 5

 

 

სირიაში მიმდინარე მოვლენებთან და აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით გთავაზობთ თურქეთში რუსეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის (RUSEN), ანკარის ილდირიმ ბეაზითის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის, სალიჰ ილმაზის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

როგორც ცნობილია თურქეთის მხრიდან სირიის ქალაქ აფრინზე დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ყველას აინტერესებდა ხსენებულ ქალაქში დისლოცირებული რუსი სამხედროების ბედიც და რუსეთის პოზიციაც ამ საკითხში და კამათები მაშინვე შეწყდა, როგორც კი რუსეთის გენშტაბიდან განაცხადეს, რომ რუსი სამხედროები აფრინიდან უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.  თურქეთის აფრინის ოპერაცია რუსეთის თვალსაზრისიდან გამომდინარე დიდი ხნის განმავლობაში მომზადებულ სამხედრო გეგმას წარმოადგენდა, რადგან, ამ გეგმას პუტინი და ერდოღანი თითქმის ყოველ შეხვედრაზე იხილავდნენ. კრემლი თავიდან დიდი სიფრთხილით უდგებოდა ამ გეგმას და ანკარასაც არ ურჩევდა ხოლმე, მაგრამ, როცა დაინახა ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიული განშტოება PYD-ს ამერიკელების მხრიდან გათამამება და მათთვის დიდძალი სამხედრო ტექნიკის და იარაღის გადაცემა, აღარ ისურვა ამ ტერორისტების გამო ანკარასთან ახალი კრიზისის წარმოქმნა და ამიტომ, აფრინში დისლოცირებული რუსი სამხედროები თავიანთ ტექნიკასთან ერთად ამ ქალაქიდან 17 კმ-ით დაშორებულ ტელ-რიფატში გადაისროლა  

ამ ფაქტს უარყოფითი რეაქციით შეხვდნენ ქურთი ტერორისტები, რომლებიც, ამერიკასთან ერთად რუსებსაც მოკავშირედ მიიჩნევდნენ და მოსკოვის მისამართით მკაცრი განცხადებები გაავრცელეს, რომლებშიც რუსებს ღალატში დასდეს ბრალი. PYD-ს განცხადებებიდან ისიც გახდა ცნობილი, რომ თურმე მოსკოვი შუამდგომლობას აწარმოებდა ქურთ ფორმირებებსა და ესადის რეჟიმს შორის. დიახ. რუსეთის ქმედებით გაცხარებულმა ქურთმა საველე მეთაურმა სიპან ჰამომ განაცხადა, რომ ამიერიდან ესადის ძალებთან მოლაპარაკებებში რუსეთი აღარ უნდათ და ყუველგვარი შუამდგომლების გარეშე დაამყარებდნენ რეჟიმთან კონტაქტებს. ამერიკის სამხედრო დახმარებით გათამამებული სირიელი ქურთები იმდენად შორს წავიდნენ, რომ ისინი ესადის რეჟიმთან ერთად რუსების წინააღმდეგ გამკლავებასაც ფიქრობდნენ. რუსების მოთმინების ფიალა მას შემდეგ აივსო, რაც PYD-ლებმა რუსებთან კამიშლის შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მათ უნდათ დამოუკიდებელი ეროვნული გვარდიის შექმნა. ეს კი ქურთების პირდაპირ ამერიკის ენით ლაპარაკს ნიშნავდა, ამერიკელების მხარდაჭერით გალაღებული ქურთი ტერორისტები აღარც რუსებს და აღარც რეჟიმის წარმომადგენლებს არარაფრად აგდებდნენ რა, რეგიონში ამერიკელების ინტერესების და პოლიტიკის გამტარებლები გახდნენ, უფრო მეტიც, ისინი იმდენად გათავხედნენ, რომ რაკკაში და დეირ ზორში ესადის და რუსრთის ძალებზე თავდასხმებიც კი განახორციელეს.  მეორეს მხრივ ქურთებმა არ შეასრულეს რუსეთისადმი მიცემული პირობა, რომ რაკკის დეაშელებისგან განთავისუფლების შემდეგ ამ ქალაქს არაბებს გადასცემდნენ. მესამეს მხრივ PYD-ელები სოჭის კონგრესზე მხოლოდ თავიანთი კანდიდატების გაგზავნას აძალებდნენ რუსეთს რა, უარყოფდნენ სხვა ქურთული დაჯგუფებების წარმომადგენლების გაგზავნას და ამანაც უარყოფითად იმოქმედა მოსკოვზე, ასე რომ, ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსების სირიულ ინტერესებზე უარისმთქმელი და ამერიკელების დაკრულზე მოცეკვავე ქურთები, რუსებმა საბოლოოდ თურქი ჯარისკაცების პირისპირ მიატოვეს. ამერიკელების და PYD-ლების ამ კავშირს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მხოლოდ ერთი სიტყვით მისცა შეფასება და მას პროვოკაციული უწოდა

როცა რუსეთი 2015 წელს პირველად გამოჩნდა სირიაში, მისი ურთიერთობა ქურთულ  PYD-თან პოზიტიური იყო და რუსებმა თავიანთი დამკვირვებლებიც კი განათავსეს სირიის ჩრდილოეთში მდებარე აფრინში, რომელიც სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფარგლებში უკვე ოკუპირებული იყო ქურთების მხრიდან. ქალაქ მენბიჩის დეაშელებისგან განთავისუფლების ოპერაციის დროს რუსები და PYD-ლები გვერდიგვერდ იბრძოდნენ რა, რუსებს ახლაც აქვთ ამ რეგიონში საკონტროლო საგუშაგოები. გარდა ამისა რუსი სამხედროები მსახურობდნენ ქურთების კამიშლის რეგიონშიც. მოკლედ, თავიდან რუსები და ქურთები ერთმანეთთან კარგად იყვნენ განწყობილნი და რუსეთი აბრკოლებდა კიდეც ანკარის მხრიდან აფრინში ოპერაციის დაწყებას. მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვით, ამერიკელების მხარდაჭერით გათამამებულმა ქურთებმა რუსებიც და ესადის რეჟიმიც თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს რა, თურქეთის წინააღმდეგაც გამკლავებასაც ფიქრობდნენ 

ახლა ხშირად სვამენ კითხვას, თუ რა როლს შეასრულებს თურქეთის მხრიდან აფრინში ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ დაწყებული ზეთისხილის რტოს ოპერაცია, სოჭში დაგეგმილ სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის მუშაობაზე. რუსები ადრე  PYD-ს წარმომადგენლების დაშვებასაც ფიქრობდნენ, მაგრამ, ამის წინააღმდეგ გამოდის ანკარა, რომელიც სირიაში მოქმედი სხვა ქურთული დაჯგუფებების მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებს. მოკლედ, თურქეთი ფიქრობს, რომ სოჭის კონგრესზე PYD-ს მონაწილეობის გარეშეც და მათი შეხედულების გათვალისწინების გარეშეც შეიძლება სირიის ახალი კონსტიტუციის ტექსტის მომზადება. ზეთისხილის რტოს ოპერაციის დაწყების შემდეგ კი სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, რომელსაც სწორედ PYD/YPG-ეაკონტროლებს, განაცხადა, რომ ისინი სოჭის კონგრესზე მისაღებ დასკვნებს თავიდანვე უარყოფენ და რუსეთს თავიანთი პოზიციის ახლიდან გადახედვას სთავაზობენ

 რაც შეეხება სირიაში თურქეთ-რუსეთის პოლიტიკას, მცირე უთანხმოებების გარდა მრავალ ასპექტში და საკითხში ისინი ერთობლივად მოქმედებენ. მის ფარგლებში ხშირი კონტაქტები აქვთ ერდოღან-პუტინს, ჩავუშოღლუ-ლავროვს და ბოლო ხანებში მათ ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენშტაბების უფროსების ხშირი სატელეფონო საუბრებიც დაემატა. ამიტომაც თავისუფლად შეიძლება ითქვას, ანკარა ზეთისხილის რტოს ოპერაციას აფრინში რუსეთთან კოორდინირებულად ატარებს რა, მათი ამ აქტიური ურთიერთთანამშრომლობის მთავარი დასაყრდენი წერტილი, სირიის ტერიტორიული მთლიანობა და მისი განუყოფლობაა, წერს თურქეთში რუსეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (RUSEN), ანკარის ილდირიმ ბეაზითის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი სალიჰ ილმაზი



მსგავსი ინფორმაციები