დაძაბულობა ეგეოსის ზღვაში

თურქეთის უფლებამოსილთა განცხადებით, საბერძნეთთან ეგეოსის ზღვაში დაძაბულობა არც ერთი ქვეყნის ინტერესებში არ შედის

დაძაბულობა ეგეოსის ზღვაში

თურქეთის უფლებამოსილთა განცხადებით, საბერძნეთთან ეგეოსის ზღვაში დაძაბულობა არც ერთი ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ, ქარდაქის რიფების გარშემო შექმნილი დაძაბულობის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა:

„ჩვენი მინისტრის თანაშემწე ტელეფონით დაუკავშირდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს და ღიად განუცხადა, რომ ეგეოსის ზღვაში დაძაბულობის გაზრდა არც ერთი ქვეყნის ინტერესებში არ შედის და ბერძნულმა მხარემ საჭიროა ეს სახიფათო მოქმედებების შეწყვიტოს... საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 13 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარდაქის რიფების რეგიონში მომხდარ სახიფათო ფაქტთან დაკავშირებით საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს გენერალურმა მდივნმა ჩვენი მინისტრის თანაშემწის თანდასწრებით „მკაცრი პროტესტი გამოხატა“. სამწუხაროდ, ბერძნული მხარე ამ განცხადებით როგოც მიჩვეულები ვართ, თან საკუთარ საზოგადოებას ატყუებს და თანაც სიმართლეს როგორც ყოველთვის ამახინჯებს... სინამდვილეში ჩვენი მინისტრის თანაშემწემ, ჩვენი ქვეყნის კუთვნილი ქარდაქის რიფების მიმდებარედ გუშინ ღამით საბერძნეთის სანაპირო დაცვის ნავების სახიფათო მანევრირების გამო გამოწვეულ მოვლენებთან დაკვშირებით საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს ტელეფონით დაუკავშირდა და ღიად განუცხადა, რომ  საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მტრული ქმედებები ჰარესა და ზღვაში გრძელდება, ამას არ მოვითმენთ, ეგეოსის ზღვაში დაძაბულობის გაზრდა არც ერთი ქვეყნის ინტერესებს რა ემსახურება და ბერძნულმა მხარემ ეს სახიფათო ქმედებები საჭიროა შეწყვიტოს.“  



მსგავსი ინფორმაციები