გლობალური პერსპექტივა 7

დასავლეთ თრაქელი თურქები: არა ასიმილაციას

გლობალური პერსპექტივა 7

გლობალური პერსპექტივა 7.2018

დასავლეთ თრაქელი  თურქები: არა ასიმილაციას

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

 

თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ერთი წუთით დაფიქრდით, თქვენ საკუთარ თავს როგორ აღიქვამთ, (გერმანელად, არაბად, თურქად, მუსლიმანად, ქრისტიანად თუ ათეისტად...) ქვეყანა სადაც თქვენ ათას წელზე მეტია ცხოვრობთ, მთავრობა  მოულოდნელად გეუბნება, რომ „თქვენ ის არა ხართო“ და „თქვენ მიერ აღქმული საზოგადოება ამ  ქვეყანაში არ არსებობსო.“ ადამიანები საკუთარ თავს თუ როგორ აღიქვამენ, ამით მთავრობა ნეტა რატომ ინტერესდება? მთავრობის მოვალეობა მხოლოდ ისაა, იმ ქვეყანაში მცხოვრები ხალხები საკუთარ თავს როგორც არ უნდა აღიქვამდნენ, პატივი სცეს მათ. მსგავსი ხედვა თანამედროვე მსოფლიოში აღარ უნდა განიხილებოდეს. სამწუხაროდ ასე არ არის. ეს მდგომარეობა, ევროკავშირის ქვეყნებიდან საბერძნეთში ხდება. ადამიანები, რომლებიც ათას წელზე მეტია იმ ტერიტორიაზე მუსლიმანად და თურქებად ცხოვრობენ, წლებია ამის დამტკიცებას ცდილობენ. დიახ, სწორედ რომ დასავლეთ თრაქიელი თურქების პრობლემებზე გესაუბრებით. დასავლეთ თრაქიელი თურქები ამ ტერიტორიაზე ოსმალეთის ჩამოყალიბებამდეც ცხოვრობდნენ. ოსმალეთის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ დასავლეთ თრაქიელი მუსლიმანი თურქი უმცირესობების უფლებები საერთაშირისო და ურთიერთშეთანხმების ფარგლებში გარანტიის ქვეშ იქნა აყვანილი. მაგრამ, პრაქტიკაში ეს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი დარჩა. დღეს მათი დარღვეული უფლებებიდან მხოლოდ ერთზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

დარღვეული  ცნობიერება

პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა უფლებების დარღვევა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მაგრამ ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმის უფლების შელახვა მართლაც და ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს მისი ონტოლოგიური უფლებაა.  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-6 მუხლის თანახმად, „არავინ უნდა განიცადოს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და კორესპოდენციის, ასევე მისი პატივისა და ღირსების თვითნებური ხელყოფა.“ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის უფლება თუ საკუთარ თავს ვის როგორ გააცნობს. ადამიანმა მისი ვინაობის აღიარება, რომ უარყოს ეს შეიძლება ითქვას რომ არსებობის უარყოფაა. ამიტომაა, რომ,  ამინ მაალუფი  „დამღუპველი იდენტობები“ სახელწოდების წიგნში ყველაზე მეტად, ადამიანის იდენტობიდან გამომდინარე პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. პირველი ქრისტიანების და მუსლიმანების მიერ იდენტობიდან გამომდინარე შექმნილი  პრობლემები ყველაფერს ნათლად ასახავს.

უარყოფილი თურქული იდენტობა

დასავლეთ თრაქიელი თურქების იდენტობის უარყოფაც იგივეა. 1927 წელს ჩამოყალიბებული „ისკეჩეს (ქსანთი) თურქთა კავშირის“ ორგანიზაცია  1980-იან წლებამდე არსებობას უპრობლემოდ აგრძელებდა. მაგრამ, რადგან მის სახელწოდებაში „თურქი“ სიტყვა იყო, 1983 წელს უსაფრთხოების ძალების მხრიდან მათი ნიშანი ჩამოხსნილ იქნა და ყოველგვარი საქმიანობა აეკრძალათ. ორგანიზაცია საბერძნეთის ადგილობრივმა და უზენაესმა სასამართლომ „დასავლეთ თრაქიელი თურქი არ არსებობს“ საფუძველზე დახურა. ამის შემდეგ დასავლეთ თრაქიელმა მუსლიმანმა თურქებმა საკითხი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიტანეს, რომელმაც 2008 წელს ისკეჩეს თურქთა კავშირი გაამართლა. მაგრამ, საბერძნეთის კანონმდებლობის მიხედვით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განაჩენი საბოლო შედეგს არ ნიშნავს. საჭიროა შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი საშუალებების გამოყენება. ამიტომ, დასავლეთ თრაქიელი თურქები საბერძნეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განაჩენის აღსრულებისათვის შესაბამის ზომებს მართავენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, კომოტინის სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი,  მაგრამ, აქაც ვერაფერს მიაღწიეს.   დასავლეთ თრაქიელი თურქი მუსლიმანები ამ საკითხისთვის თითქმის უკვე 35 წელია იბრძვიან. საბერძნეთის მთავრობა კი ამ საკითხს სამართლის გზით კი არა, დაშინების პოლიტიკით უდგება.

ეროვნული წინააღმდეგობის დღე

1988 წლის 29 იანვარს დასავლეთ თრაქიელმა თურქებმა, საბერძნეთის მთავრობის მხრიდან მათი იდენტობის უარყოფის ზეწოლის წინააღმდეგ მაშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. ამ თარიღის შემდეგ 29 იანვარი „ეროვნული წინააღმდეგობის დღე“-დ გამოაცხადეს. მაგრამ საბერძნეთის მთავრობა  ამ დღესთან დაკავშირებით, არანაირი  ღონისძიების გამართვის უფლებას არ აძლევს.  1990 წელს მიუხედავად მთავრობის ზეწოლისა,  თრაქიელმა თურქებმა 10 ათასობით ადამიანის მონაწილეობით ეს დღე მაინც აღნიშნეს და მათი იდენტობა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. მაგრამ, ამ დემოკრატიული ღონისძიების დროს ფანატიკოსმა ბერძნებმა თურქებზე თავდასხმები განახორციელეს. ორი დღის განმავლობაში დასავლეთ თრაქიელი თურქების სამუშაო ადგილებს არბევდნენ. მომხდარი დაპირისპირების დროს მრავალი თურქი დაშავდა. ბერძნული პოლიცია კი მხოლოდ მოვლენების თვალყურის დევნით შემოიფარგლებოდა.

მხოლოდ თურქ იდენტობაზე უარი?

საბერძნეთში არსებული პრობლემები მხოლოდ თურქთა იდენტობით არ შემოიფარგლება. კანონის და ურთიერთშეთანხმებების მიუხედავად მათ საკუთარი მუფთის არჩევის უფლებაც არ აქვთ. მათ ასევე თავიანთი მრწამსის მიხედვით ცხოვრებაც ეკრძალებათ და მათ ხელთ არსებული ფონდების მართვის უფლება  ჩამორთმეული აქვთ. დასავლეთ თრაქიელი თურქი მუსლიმანების პრობლემების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვება,  ქათიფ ჩელების უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ, „საბერძნეთის ადამიანის უფლებების დარღვევები“ სახელწოდების  ანგარიშშია შესაძლებელი. იგი თურქულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზეა. საბერძნეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები მაშინ ხდება, როცა თურქეთში მრავალი ეკლესიის, მონასტრის და მსგავსი დაწესებულების რესტავრაციის მთლიანი ხარჯების გაღება თვით  თურქების მხრიდან ხდება. ასევე სამწუხაროა ისიც, რომ როგორც ევროკავშირის ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები ამ საკითხით საერთოდ არ ინტერესდებიან და მის აღსაკვეთად არანაირ პოლიტიკას რა ატარებენ. მაგრამ, ჩვენ მაინც იმედს გამოვთქვამთ, რომ „საბერძნეთის ადამიანის უფლებების დარღვევები“-ს მსგავსი ანგარიშები კიდევ მრავლად გამოქვეყნდება და ამით, მათი უფლებების დარღვევაც ნაწილობრივ შემცირდება წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.

  



მსგავსი ინფორმაციები