გლობალური პერსპექტივა 14

რა კავშირი აქვთ ქურთებს ისლამთან?

გლობალური პერსპექტივა 14

გლობალურიპერსპექტივა 14.2018

ქუდრეთბულბული

ანკარისილდირიმბეიაზეთისუნივერსიტეტისპოლიტიკურიმეცნიერებისფაკულტეტისპროფესორი

რა კავშირი აქვთ ქურთებს ისლამთან?

აბრაამ ლინკოლნი „შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო საუდამოდ, შეიძლება გააბრიყბო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ“.  პროპაგანდის მეშვეობით შეიძლება გარკვეულ წარმატებას მიაღწიო, მაგრამ სიმართლის  გამომჟღავნება ბუნებრივია. დასავლური მედია ტერ ორგანიზაცია PKK/PYD-ს  „თავისუფლების მებრძოლებად“ აშუქებს. მათი აზრით აღნიშნული ტერ ორგანიზაციები მთელი ქურთების წარმომადგენლები არიან. თურქეთის მხრიდან ამ ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლას, ქურთი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლად  აშუქებენ. თურქეთის მიერ, აფრინში განხორციელებულ ოპერაციასაც ისე აშუქებენ, თითქოს და ქურთების წინააღმდეგ ხორციელდება. სამწუხაროდ ასე მაუწყებლობს   ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“-ც.    

ახლა კი თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ქურთების მიმართ  ეთნიკური წმენდის განმხორციელებელი ქურთული ტერ ორგანიზაციები

სინამდვილეში PKK ქურთებისთვის ყველაზე მეტი ზინანის მიმყენებელია. თურქეთში PKK-ს ტერორს შეწირული 40 ათასამდე ადამიანის უმრავლესობა ქურთები გახლავთ. PKK ყველა იმ ქურთის წინააღმდეგ გამოდის ვინც მარქსისტულ/ლენინისტურ იდეოლოგიას არ იზიარებს რა, მათ მიმართ ეთნიკურ წმენდას ახორციელებს. სწორედ ამის გამო მოხდა, რომ თურქეთის აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მილიონობით ადამიანმა ქვეყნის დასავლეთში,  განსაკუთრებით კი სტამბოლში გადასახლდა. ამ მიგრაციით სტამბოლი ერთადერთი ქალაქი გახლავთ თურქეთში, სადაც ეთნიკურად ყველაზე მეტი ქურთი ცხოვრობს. PKK-ს ტერორისგან იძულებით მიგრაციაში წასული ქურთები ძირითადად ერაყის და სირიის ნაცვლად, თურქეთს აფარებენ თავს.  დღეისათვის მსგავს ეთნიკურ წმენდას სირიაში PKK-ს განშტოება PYD-ს ტერ ორგანიზაცია ახორციელებს.  აშშ-ს მხარდაჭერით მოქმედი PYD,  PKK-ს მსგავსად  ქურთების, არაბების და თურქმენების მიმართ ახორციელებს ეთნიკურ წმენდას. სწორედ ამიტომაა, რომ 100 ათასობით ქურთი თურქეთს აფარებს თავს. ასევე ტერ ორგანიზაცია, DAEŞ-ისგან გამოქცეულების უმრავლესობაც თურქეთს აფარებენ თავს. რა თქმა უნა, ქურთებს შორის არიან ისეთებიც ვინც ტერ ორგანიზაცია PKK-ს უჭერს მხარს. მაგრამ, ამ მხარდაჭერით PKK-ს ქურთების წარმომადგენლად აღიარება, ჰიტლერის მთელ გერმანელებთან და მუსოლინის ყველა იტალიელთან გაიგიავების მსგავსია.

ქურთებს არ უნდა ჰქონდეთ  ეროვნული სახელმწიფო?

დასავლური მედიის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კთხვები ქურთ ახალგაზრდების ნაწილში რა თქმა უნდა გარკვეულ წილად მხარდაჭერას პოულობს. ქურთების მიმართ  ამ კითხვების დამსმელები, სხვის მიმართ ამ კითხვებს არ სვამენ. მაგალითად მაშინ როდესაც,  აშშ 50 შტატისაგან შესდგება და განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები ცხოვრობენ, მათთვის ეროვნულ სახელმწიფოს არავინ ითხოვს.  საკითხი სინამდვილეში ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება არაა, არამედ  დაყავი და იბატონეს პოლიტიკაა.

საკითხი თუ მართლა ყველა ეთნიკური წარმომავლობის სახელმწიფოს ქონაა, მსგავსი შემთხვევა თურქეთის ირგვლივ გეოგრაფიას ადრეც ჰქონდა. ჯვაროსნული ბრძოლების დროს ახლო აღმოსავლეთში მრავალი ეთნიკური და მიკრო სახელმწიფოები გახლდათ. ასევე ანატოლია თურქ საგვარეულოებად იყო დაყოფილი. თურქები, ქურთები და არაბები იყვნენ ერთადერთნი ერთიანი ისლამური სახელმწიფო, რომელსაც შიდა ოკუპაცია არ განუცდია.  სადაც არ უნდა დაიწყოს დანაწევრება, მისი შეჩერება, ამ პროცესში მონაწილეებზეეა დამოკიდებული. ასი წლის წინ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა არ უჭერდა მხარს, არაბების ნაწილმა მსგავსი მოვლენები განიცადეს.  ახლო აღმოსავლეში ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე ქურთებს დანაწევრების ნაცვლად გაერთიანება სჭირდებათ.

სეკურალური ქურთები კარგი ქურთები არიან?

დასავლურ მედიაში PKK-ს  სეკურალურ  ორგანიზაციად აღიარება, მათდამი ერთგვარი მხარდაჭერაა.  ეს მდგომარეობა პროპაგანდის  გარდა სხვა არაფერია. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ყველაზე მასშტაბური მკვლელობები პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა. ორივე შემთხვევაში ყველაზე მასშტაბური მკვლელობები სეკულარული იდეოლოგიის გამო განხორციელდა. კოლონიალიზმი, კოლონიალიზმია. ამიტომ დასავლური ქვეყნების  PKK-ს ტერორისტების მხარდაჭერის მიზეზი, სეკულარული კი არაა, არამედ  მათი ინტერესების განხორციელების მიზნით ხდება.   

რატომ ხდება ყველა ეს დამახინჯება?

ისტორია მეორდება. ისტორიას თუ გადავხედავთ,  ახლო აღმოსავლეთის დამფუძვნებელი ელემენტებიდან ქურთების, არაბების და თურქების ერთიანობის შემთხვევაში ყოველთვის მშვიდობიანი ცხოვრება იყო. მათ ასევე გლობალური მოთამაშის როლიც ჰქონდათ შეთავსებული. დანაწევრების შემთხვევაში კი ყოველთვის სისხლისღვრა, ტკივილი, სიკვდილიანობა და წამების ამსახველი ფაქტები გვხვდება. ისინი ამ შემთხვევაში  ყოველთვის იყვნენ გლობალური მოთამაშეების გამოყენების ელემენტები. არაბების, ქურთების და თურქების ერთად დგომის შემთხვევაში იყო მხოლოდ ჯვაროსნების შეჩერების შესაძლებლობა. ოკუპაციის ქვეშ მყოფი იერუსალიმი  მხოლოდ ეთნიკურად ქურთი სარდლის,   სელაჰათთინ ეიუბის მხრიდან იქნა გათავისუფლებული,  რის შემდეგაც რეგიონში მშვიდობამ დაისადგურა.

საუკუნეების განმავლობაში ერთად მცხოვრები ახლო აღმოსავლეთის დამფუძვნებელი სამი ელემენტის დანაწევრებას ცდილობენ. ჯვაროსნული ბრძოლების დროს ეს ფუნქცია ზოგიერთ ქრისტიანებს და სომხებს  ჰქონდათ შეთავსებული. ამჟამად კი ამ როლს ისრაელი თამაშობს. ისინი ცდილობენ ქურთები მარქსისტული იდეოლოგიის დაჯგუფებად გადააქციონ. ამიტომაა,  რომ  ტერ ორგანიზაცია,  DAEŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში წინა პლანზე აყენებენ. მიუხედავად მრავალი მცდელობისა,  ქურთების უმრავლესობა ამ საფრთხეს კარგად აცნობიერებს. თურქების, ქურთების და არაბების ათას წლიანმა ერთიანობამ კიდევ უნდა გაიმარჯვოს და იმპერიალისტური ძალების მოთამაშეები არ უნდა გახდნენ წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები