გლობალური პერსპექტივა 16

ისრაელის უსაფრთხოება თუ ექსპანსიონიზმი?

გლობალური პერსპექტივა 16

 

გლობალური პერსპექტივა 16.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

ისრაელის უსაფრთხოება  თუ  ექსპანსიონიზმი?

 

ტერმინოლოგია ასევე განსაზღვრავს შინაარსს. ამიტომ მისი გამოყენება ერთი რომელიმე საკითხის მიმართ, ამ საკითხისადმი მიდგომას,   პრობლემის და მისი მოგვარების  გზებსაც ასახავს.   

ახლა კი თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

საკითხს უკეთესად, რომ გავეცნოთ ერთი ასეთი მაგალითი მოვიყვანთ: „ზომიერი ისლამი“ ტერმინს თუ გამოიყენებთ, ე.ი. პრობლემას ისლამში ხედავთ. ამ ტერმინის შესახებ თუ ვისაუბრებთ, ყველას შეიძლება აზრად რადიკალური, ჯიჰადისტური ან კიდევ სხვა გვარი ისლამი მოგვივიდეს აზრად.  მაგრამ, თუ თქვენ „ზომიერი დასავლეთ“ ტერმინს გამოიყენებთ, დასავლეთის მიერ კაცობრიობისთვის შეთავაზებული თითქოს და სასარგებლო ქმედებები, რომლებმაც ხანდახან  სარგებლობაზე მეტი ზიანიც კი მოიტანა.

ახალო აღმოსავლეთის,  განსაკუთრებით კი სირიის შესახებ  ანალიზის გაკეთების დროს ორი ძირითადი ნაკლოვანება შეიმჩნევა. პირველი,  ახლო აღმოსავლეთის შესახებ საუბრის დროს რატომღაც ყველა არიდებს თავს ისრაელის ამ რეგიონში არსებობის შესახებ საუბარს და სირიის კრიზისზე  საუბრის დროს,  ისრაელის როლზე საერთოდ არ ამახვილებს  ყურადღებას.  სინამდვილეში კი ისრაელის ჩამოყალიბების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ყველაზე არასტაბილურ პერიოდს გადიან. სირიის კრიზისთან დაკავშირებით ისრაელის გავლენას ივიწყებენ ან კიდევ სურთ,  რომ დაივიწყონ. თუ ვიკითხავთ, რომ სირიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტად რომელი ქვეყანა გახდა დაზარალებული, მრავალი ქვეყანა შეიძლება დასახელდეს. მაგრამ, ამ კრიზისიდან ყველაზე მომგებიანი ქვეყანა ისრაელი გახლავთ. ვინაიდან კრიზისის დაწყებიდან ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ისრაელი საფრთხედ აღიქვამდა,  ძალაუფლება დაკარგა. სირიის კრიზისიდან ყველაზე მეტად თვით სირია, ირანი, თურქეთი და არაბული ქვეყნები დაზარალდნენ. ადრე პალესტინის საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებული სპარსეთის ყურის ქვეყნები ამჟამად ისრაელის გვერდით ერთ ბლოკად არიან შეკრულნი. მეორეს მხრივ ისრაელის  საერთაშორისო კანონების დარღვევას და  ექსპანსიონიზმს სირიის კრიზისიდან გამომდინარე არავინ აქცევს ყურადღებას.

ანალიზების კეთების დროს მეორე ნაკლოვანება ის გახლავთ, რომ როდესაც ახლო აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი სირიის კრიზისზე ხდება საუბარი,  ძირითადი ყურადღება  ისრაელის უსაფრთხოებაზე მახვილდება. განსაკუთრებით კი დასავლელი ანალიტიკოსების მხრიდან. თუ საკითხს ისრაელის უსაფრთხოების პერსპექტივიდან გადავხედავთ, მაშინ ახლო აღმოსავლეთში ჩადენილი უსამართლობა თვით ისრაელის მიერ ჩადენილ უსამართლო ქმედებებზე გაცილებით ნაკლებია. საკითხი თუ მართლა უსაფრთხოებაა, ყველა ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად შესაბამის ზომებს იღებს. 

თუმცა,  ნახევარ საუკუნეზე მეტია ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობა ისრაელის უსაფრთხოება კი არ არის არამედ მისი ექსპანსიონიზმის პოლიტიკაა. ამ ყველაფერს კი 1947 წლის დროინდელი და მისი შემდგომი პერიოდის რუკა ნათლად ასახავს. მაშინ როდესაც, 1946 წელს ებრაელები პალესტინის ტერიტორიის მხოლოდ გარკვეულ ნაწილში ცხოვრობდნენ, დღეისათვის სიტუცია პირიქითაა.  ჟურნალისტ, მეჰმედ აქიფ ერსოის ერთ-ერთ პალესტინელზე კითხვა „შენი ოცნება რაა“? გაცემული პასუხი პალესტინელების დრამას ნათლად ასახავს. პალესტინელი ასე პასუხობს: „ჩემი ოცნება, ავტომობილით  ისრაელის მხარეზე 180 კმ. სთ.  სიჩქარით ნახევარი საათი სვლაა“... 

მეორეს მხრივ, ის, რომ ისრაელი მათ მიერ აღიარებულ საზღვრებზე სამუდამოდ უნდა დარჩნენ ამის მიმანიშნებელი ნიშანი არ არსებობს. ზოგიერთი ებრაელების წინააღმდეგობის მიუხედავად ფანატიკოსი, რასისტი და სიონისტი ებრაელები „დიდი ისრაელი“-ს იდეოლოგიას მაინც არ ანებებენ თავს. მათი აზრით „დიდი ისრაელი“, რომელიც თითქოს და მათთვის „აღთქმული მიწები“-ა,  მასში,  ტიგროსის და ევფრატის  მდინარეებს შორის მცხოვრები ქურთების, არაბების, თურქების და სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების ტერიტორიებიც შედის.  დღეისათვის სირიის კრიზისი სწორედ, რომ ასეთი ფანატიკოსი ებრაელების მიერ დაჟინებულ „აღთქმული მიწები“-ს გამო გრძელდება წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი,ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები