დაღუპულ პალესტინელებს შორის ყველაზე პატარა 8 თვის ლეილაა

დაშავებულთა რაოდენობამ 2770-ს გადააჭარბა

დაღუპულ პალესტინელებს შორის ყველაზე პატარა 8 თვის ლეილაა

ისრაელის სამხედროების მიერ ღაზის საზღვარზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საელჩოს იერუსალიმში გადატანის გასაპროტესტებლად და „ნეკბეს“ (დიდი კატასტროფა) 70-ე წლისთავთან დაკავშირებით  მიმდინარე დემონსტრაციაში მონაწილეების მიმართ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადების მიხედვით, ისრაელის სამხედროებმა გუშინ 51 წლის პალესტინელი ნასირ აჰმედ გურაბი მოკლეს. დაშავებულთა რაოდენობამ 2770-ს გადააჭარბა.

აქვე ასევე აღნიშნულია, რომ დაღუპულებიდან 8 თვრამეტ წლამდე ასაკისაა, დაჭრილებიდან 225 ბავშვი და 86 ქალია.

დაღუპულებს შორისაა 8 თვის ჩვილი ლეილა, რომელიც ისრაელის ძალების მიერ ნასროლი ცრემლსადენი გაზის შედეგად დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: აქცია , ღაზა , ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები