ირანი სირიიდან გასვლას არ აპირებს

“თეირანი მანამდის გააგრძელებს დახმარების გაწევას, სანამ ეს სურს სირიის სახელმწიფოს"

ირანი სირიიდან გასვლას არ აპირებს

 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს წარმომადგენელმა ბეჰრამ კასიმიმ ჟურნალისტებთან საუბარში უპასუხა რა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანს სირიის დატოვება მოსთხოვა თქვა: "რუსეთს სურს, რომ სირიიდან უცხოეთის ძალები გავიდნენ, განა შეიძლება რუსეთმა ირანს სირიიდან გასვლა დააძალოს. რა თქმა არავის არ ძალუძს ირანს რაიმე დააძალოს. ირანი სირიისადმი მანამდის გააგრძელებს დახმარების გაწევას, სანამ ეს სურს სირიის სახელმწიფოს".

კასიმი შეეხო როგორც აშშ-ს გასვლას ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებიდან, ასევე ევროპის ქვეყნებთან მიმდინარე მოლაპარაკებებსაც და ხაზი გაუსვა, რომ მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ცარიელ სიტყვებს და ისინი მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელიან.  

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გასულ ხუთშაბათს ბაშარ ასადთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიიდან უცხოური ძალები უნდა გავიდნენ



მსგავსი ინფორმაციები