აქტუალური თემის ანალიზი 21/2018

ერთი წელი სპარსეთის ყურის კრიზისიდან და თურქეთის პოზიცია

აქტუალური თემის ანალიზი 21/2018

აქტუალური თემის ანალიზი 21/2018

ერთი წელი სპარსეთის ყურის კრიზისიდან და თურქეთის პოზიცია

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

თითქმის ერთი წლის წინ ჯერ კატარის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოზე კიბერ შეტევით და კატარის ამირას ყალბი ინტერვიუს გავრცელებით დაწყებული მედია კამპანიის მოწმენი გავხდით. ეს მედია კამპანია დროთა განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და საუდის არაბეთის ლიდერობით აშშ-ს მხარდაჭერით შექმნილი კოალიციის კატარზე პირდაპირ თავდასხმაში გადაიზარდა. ამ კოალიციამ კატარი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით მთლიანად ალყაში მოაქცია და თითქოს დანებებას აიძულებდა.

თუ უკან გავიხედავთ, დავინახავთ, რომ კატარის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა 2017 წლის 21 მაისს დაიწყო, მაშინ როდესაც საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთ-ერთ საერთაშორისო შეკრებაში იღებდა მონაწილეობდა. ამ ასპექტში ორ მუჰამედად წოდებულმა ბინ სალმანმა და ბინ ზაედმა, რიადის სამიტზე ტრამპის მხარდაჭერის გარანტირების შემდეგ დაიწყეს მოქმედება. ისინი ისრაელთან ერთად შექმნილი მათი ახალი რეგიონალური ხედვისთვის კატარს სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევდნენ და რა ფასადაც არ უნდა ყოფილიყო, ამ საფრთხის განეიტრალებისათვის მუშაობა დაიწყეს. კატარის, თურქეთის მსგავს მოთამაშეებთან ერთად არაბული გაზაფხულის პროცესთან ერთად რეგიონში ცვლილებებისა და წინააღმდეგობის გაწევის მხარდაჭერამ, ხელთ არსებულ ეკონომიკურ ძალასთან ერთად მედია ძალაზე შეტევის მთავარ ელემენტად წინა პლანზე წამოიწია, თუმცა თუ განვლილ ერთ წელს შევაფასებთ, ვნახავთ, რომ კატარის წინააღმდეგ ნაბიჯები ყველა სფეროში წარუმატებელი აღმოჩნდა. თურქეთის მსგავსი ახლო მოკავშირის მხარდაჭერამ და შესაძლებლობებმა, კატარის ზომიერმა და გონივრულმა დიპლომატიამ, წარუმატებელი გახადა მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და საბოლოოდ დავინახეთ, რომ აშშ-ს პოზიციის მთლიანად შეცვლა დაიწყო. არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და საუდის არაბეთის მიერ კატარისათვის დაწესებული სანქციები თავად მათთვის გადაიქცა ტვირთად.  

კატართან ერთად სამიზნეს თურქეთიც წარმოადგენდა.

აღნიშნული კოალიციის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა რომ იყო კატარში თურქული სამხედრო ბაზის დახურვა და ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო შეთანხმების გაუქმება. ჩემის აზრით, ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი, მიაჩნდათ, რომ თურქეთის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე კატარი მათთვის უფრო ადვილი სამიზნე იქნებოდა, რადგანაც კატარში თურქეთის სამხედრო ბაზა და კატარის არმიასთან დადებული სამხედრო ხელშეკრულებებით კატარი მათ წინააღმდეგ უფრო ძლიერ მოთამაშედ გადაიქცეოდა. მეორე კი ის არის, რომ თურქეთის რეგიონში სამხედრო და პოლიტიკური არსებობა ორი მუჰამედისა და ისრაელის მიერ რეგიონის პოლიტიკის კუთხით საფრთხედ აღიქმებოდა. ამის გამო პალესტინიდან კატარამდე რეგიონის სურვილისებრ მოწყობის ხელის შემშლელი  მოთამაშეების განეიტრალების ან დასუსტებისათვის მუშაობა დაიწყეს. რა თქმა უნდა, თურქეთმა და კატარმა ეს მოთხოვნები მთლიანად უარყვეს და ურთიერთ ინტერესების გარშემო სამხედრო თანამშრომლობა გააგრძელეს. განსაკუთრებით თურქეთის ეფექტურმა პოლიტიკამ კატარზე განხორციელებული თავდასხმის წარუმატებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.   

თურქეთი თვლის, რომ იგი საუდის არაბეთზე მეტად არაბთა გაერთიანებული საემიროების სამიზნე იყო და სინამდვილეში ამის ბევრი  მინიშნებაც გამომჟღავნდა. არაბთა გაერთიანებული საემიროების ამერიკაში ელჩის, იუსუფ ალ უტეიბეს, პრესაში გაჟონილ ელექტრონულ საფოსტო გზავნილებში ჩანს, თითქმის ყველა პლატფორმაზე არაბთა გაერთიანებული საემიროები თურქეთის ინტერსების წინააღმდეგ როგორ კამპანიას ატარებს. ძალზედ ნათელია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროების სამიზნე ისრაელთან და სხვა მოთამაშეებთან თანამშრომლობით თურქეთია. თურქეთი, რა თქმა უნდა ქრთამით, მოსყიდვით, ზოგიერთი ტერორგანიზაციის მხარდაჭერითაც კი ნათამაშებ ამ ბინძურ თამაშს პასუხს მსგავსი ფორმით არ სცემს, თუმცა ისე როგორც ბოლოს სომალიში მოხდა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს მისთვის გასაგებ ენაზე სცემს პასუხს. თურქეთი პოლიტიკური ორგანიზაციებითა და არმიით  კარგად ჩამოყალიბებული სახელმწიფოა, თავის რეგიონში გავლენიანი მოთამაშეა და ამ რეგიონში სტაბილურობისათვის ერაყისა და სირიის მსგავს ქვეყნებში პირდაპირ არენაზე იმყოფება. იერუსალიმის საკითხში შესრულებული როლით თურქეთი აჩვენებს, რომ ისლამური სამყაროსა და დაჩაგრულთა უფლებების დასაცავად ბრძოლას გააგრძელებს.

 



მსგავსი ინფორმაციები