აქტუალური თემის ანალიზი 22.2018

თურქეთის მიერ სირიაში გადადგმული ბოლო ნაბიჯები

აქტუალური თემის ანალიზი 22.2018

აქტუალური თემის ანალიზი 22.2018

თურქეთის მიერ სირიაში გადადგმული ბოლო ნაბიჯები

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

სირიაში დაძაბულობის განსამუხტავად და მხარეებს შორის მშვიდობის დასამყარებლად შექმნილი ასტანის მექანიზმი ფუნქციონირებას აგრძელებს. თურქეთის, რუსეთისა და ირანის გარანტირებით მიმდინარე პროცესის ფარგლებში შექმნილ დეესკალაციის რეგიონებზე რეჟიმის, რუსეთისა და ირანის თავდასხმების გაგრძელების და რეგიონების აღების შემდეგ, განსაკუთრებით იდლიბის რეგიონმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა. იდლიბის რეგიონის დეესკალაციის სხვა ზონების საპირისპიროდ, პირდაპირ თურქეთის მოსაზღვრეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც თურქეთის პოზიციას აძლიერებს. ამასთანავე, რეჟიმის ძალების მიერ ბლოკადაში მოქცეულ რეგიონებში მყოფი სირიული ოპოზიციის იდლიბსა და ოპერაცია „ევფრატის ფარი“-ს ზონებში ევაკუაცია, იდლიბის სამხედრო ოპოზიციის ციხე-სიმაგრედ გადამქცევი ერთ-ერთი ფაქტორია. ასტანის პროცესის ფარგლებში იდლიბის დეესკალაციის რეგიონი სხვებთან შედარებით ცვლილებას განიცდის. იქ თურქეთის 12, რუსეთის 10 და ირანის 7 სადამკვირვებლო პუნქტი არსებობს და შეტაკებები დიდწილად შეჩერებულია. განსაკუთრებით თურქეთის მიერ აგებული სადამკვირვებლო პუნქტები, სირიელი ოპოზიციონერების წინააღმდეგ სამხედრო სვლის აღმკვეთი კედლის მოვალეობას ასრულებს.     

თურქეთის მიერ რეგიონში შექმნილ სადამკვირვებლო პუნქტებს ოპერაციული კუთხით ბევრი სირთულეც მოაქვს თან. თურქეთის საკუთარი საზღვრიდან პირდაპირ გადასვლის შესაძლებლობა დიდი უპირატესობაა და ამავდროულად იდლიბის რეგიონში არსებული რადიკალური ელემენტების და რეჟიმის აგენტების თავდასხმების შესაძლებლობები თურქეთის მიერ მშვიდობის დამყარებისათვის ნაკისრ მოვალეობას ართულებს. მაგალითად, ერთ-ერთი გადაზიდვის დროს თურქეთის გაჩერებული კოლონა ბომბით დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული თავდასხმის დროს დაზიანდა. დროდადრო რეჟიმის ძალებისა და ირანის მითითებით უცხოელმა შიიტმა შეიარაღებულმა პირებმა თურქ სამხედროებს პროვოკაციის მიზნით ცეცხლი გაუხსნეს. თურქეთის მიერ სირიაში შეტაკებების შესაჩერებლად საკუთარი სამხედროების სამხედრო ფრონტის ხაზზე განთავსება, თურქეთის რეგიონში ომის დასრულების ნების ყველაზე ნათელი გამოხატულებაა.      

თურქეთი, ერთის მხრივ ასტანის პროცესით ასადის რეჟიმსა და სირიის ოპოზიციას შორის ომის შეჩერებას, მხარეებს შორის მოლაპარაკებებისა და გარდამავალი პროცესისთვის გზის გახსნას ცდილობს, მეორეს მხრივ კი სირიაში შექმნილი ქაოსით მოსარგებლე ტერორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. თურქეთმა, ჯერ ოპერაცია „ევფრატის ფარი“-თ საზღვარი ტეროგანიზაცია დეაშ-ისგან გაწმინდა შემდეგ კი აფრინის რეგიონი გაწმინდა ტერორგანიზაცია PKK/YPG-სგან. თურქეთის ორივე ოპერაციაში ადგილობრივ სირიულ ნაწილებთან ერთად ერთობლივად მოქმედება აჩვენებს თურქეთის რეგიონში არსებულ გავლენის არეალს და რეგიონში თურქეთის კოლონიალური ლოგიკით არ მოქმედებას. თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის და თან სირიაში მშვიდობის დასამყარებლად დგამს ნაბიჯებს და ამავდროულად უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ოპერაცია „ევფრატის ფარი“-ს შემდეგ ტერორგანიზაცია დეაშ-ის თურქეთში ტერაქტები და თავდასხმის მცდელობები შემცირდა. ასევე ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს მეშვეობით ჰათაისა და ამანოსის მთების რეგიონებში ტერორგანიზაცია PKK-ს ტერაქტები და ტერაქტის მოწყობის მცდელობები დასასრულამდე მიიყვანეს.

თუმცა თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლა სხვა რეგიონებში გრძელდება. ერაყში მიმდინარე ოპერაციასთან ერთად სირიის ჩრდილოეთში PKK/YPG-ს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. აშშ-ს YPG-სთან დაჟინებული მოკავშირეობა ხელს უშლის რეგიონში ტერორის აღმოფხვრას, ამავდროულად საფრთხე უქმნის თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. თურქეთსა და აშშ-ს შორის YPG-ს და განსკუთრებით მენბიჯის რეგიონის მომავლის საკითხზე მოლაპარაკებები დიდი ხანია გრძელდება. აშშ-ს მიერ მენბიჯის რეგიონის აღების შემდეგ თურქეთისათვის YPG-ს რეგიონიდან გასვლის თაობაზე მიცემული პირობის არ შესრულებამ და აშშ-ს მიერ YPG-ს დაცვამ ნატოს ორ მოკავშირე ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის რექს ტილერსონის თურქეთში ჩასვლის და მენბიჯის საკითხზე თურქ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ძირითად პრინციპში შეთანხმება იქნა მიღწეული. ტრამპის მიერ ტილერსონის თანამდებობიდან გადაყენებამ და მის მაგიერ მაიკ პომპეოს დანიშვნამ პროცესი დროებით შეაჩერა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს მიერ გასულ დღეებში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის მენბიჯის საკითხზე შეთანხმების მონახაზი მიიღეს და დეტალების მომდევნო პროცესში დაზუსტება იგეგმება. ჩავუშოღლუს განცხადების შემდეგ ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, YPG-ს მილიტანებმა რეგიონის დასატოვებლად სამზადისი დაიწყეს. თურქეთსა და აშშ-ს შორის შეთანხმების ფარგლებში YPG მენბიჯს დატოვებს და ევფრატის აღმოსავლეთით გადავა, თურქეთი და აშშ რეგიონის უსაფრთხოებას ერთად უზრუნველყოფენ და ორივე ქვეყანა ერთად მენბიჯის ადგილობრივ ხელისუფლებასა და პოლიციურ ძალებს შექმნის.  მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და აშშ-ს შორის მენბიჯის საკითხზე წინსვლა იქნა მიღწეული, ევფრატის აღმოსავლეთით ტერორგანიზაცია YPG-ს არსებობა აჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის სირიის საკითხზე პრობლემები არ დასრულდება. თუმცა მენბიჯში თურქეთისა და აშშ-ს ერთობლივად მოქმედება ნატოს მოკავშირე ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციას, კოორდინაციასა და ნდობას გაზრდის. მენბიჯში შეთანხმებული ორი ქვეყნის სირიის სხვა რეგიონებზე შეთანხმებაც შესაძლებელია.      

 



მსგავსი ინფორმაციები