პლოვდივში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

დაიღუპა ორი პილოტი

პლოვდივში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

 

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში რუსული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგადა 2 პილოტი დაიღუპა.

ბულგარეთის ეროვნული რადიომაუწყებლობის, BNR-ს განცხადებით, რუსული წარმოების Mi-17 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზებით, პლოვდივის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე კრამოვოს საჰაერო ძალების ბაზის მახლობელ ზონაში  ჩამოვარდა და მის ბორტზე მყოფი პილოტები დაიღუპნენ.

ამავე ცნობით, ვერტმფრენი სამაშველო ტრენინგებში მონაწილეობდა.


თვითმხილველების თქმით, ვერტმფრენმა უეცრად დაიწყო  სიმაღლის დაკარგვა და ჯერ ჩამოვარდა, შემდეგ კი აფეთქდა.

ქვეყნის პროკურატურამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გახსნა



მსგავსი ინფორმაციები