TANAP-ი დღეს იხსნება

იგი აზერბაიჯანულ გაზს თურქეთს და აქედან ევროპას მიაწვდის

TANAP-ი დღეს იხსნება

 

დღეს, თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის საქართველო-თურქეთზე გავლით ევროპაში მიმწოდებელი ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის, TANAP-ის საზეიმო  გახსნა მოეწყობა.

კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზ-2 საბადოდან ამოღებული ბუნებრივი აირი ჯერ თურქეთს მიეწოდება, აქედან კი შემდეგ სამხრეთ ევროპაში განაწილდება.

გახსნის საზეიმო ცერემონიაში პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების პრეზიდენტები, მთავრობის მეთაურები, ენერგეტიკის მინისტრები, დარგის წარმომადგენლები და ა.შ.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობისა და გაზის მილსადენების, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი და ტანაპი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ხერხემალი იქნება, აქტიური რეგიონალური თანამშრომლობის დადებით და კონკრეტულ მაგალითებს წარმოადგენენ.



მსგავსი ინფორმაციები