ირანის მოწოდება ევროკავშირს

ირანის მოწოდება ევროკავშირს

ირანის მოწოდება ევროკავშირს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა მათ ტერიტორიებზე ტერ ორგანიზაციების წევრები არ უნდა შეიფაროს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯევად ზარიფმა საფრანგეთის, ბელგიის და ჰოლანდიის თეირანის ელჩებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ზარიფმა ირანსა და ამ ქვეყნებს შორის ისტორიულ წარსულზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა ტერ ორგანიზაციების წევრები არ უნდა შეიფარონ. მისივე თქმით მტრებს,  ირანსა და ევროკავშირს შორის შუღლის ჩამოგდება სურთ. თეირანის მთავრობა, მათ მიერ  ტერ ორგანიზაციად აღიარებულ, სახალხო მოჯაჰედების ორგანიზაციის (HMÖ) ევროპის ქვეყნებში საქმიანობებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ხშირ-ხშირად გამოხატავს. აღნიშნულმა ორგანიზაციამ გასულ თვეში საფრანგეთის დედაქალაქ, პარიზში ირანის მთავრობის საწინააღმდეგო ღონისძიება გამართა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ირანის ოფიციალური სამთავრობო პირები აცხადებენ, რომ ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის ბოლო დროს გააქტიურების ერთადერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის ევროპაში ვიზიტის წინ, ევროპასა და ირანს შორის შუღლის ჩამოგდება სურთ და საბოტაჟს აწყობენ.



მსგავსი ინფორმაციები