მარგველაშვილმა პუტინის განცხადება გააკრიტიკა

"ნატო-საქართველოს ალიანსი, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება“

მარგველაშვილმა პუტინის განცხადება გააკრიტიკა

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობაზე უარყოფით რეაგირებას მოახდენენ.

"ნატო-საქართველოს ალიანსი ემსახურება უსაფრთხოების უზრუნველყოფას ამ რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობის შენარჩუნებას რუსეთის საზღვრებზე", აღნიშნულია მარგველაშვილის პუტინისადმი მიწერილ საპასუხო წერილობით განცხადებაში.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით თბილისმა არაერთხელ გადადგა კონსტრუქციული ნაბიჯები და რომ საქართველომ პრობლემების გადასაჭრელად მშვიდობიანი პოლიტიკა აირჩია, მაგრამ დარწმუნებული არ არის, მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დამრღვევ რუსეთთან ნდობა ახლიდან იქნება თუ არა აღდგენილი.

მარგველაშვილმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში პოზიტიური ნაბიჯი იქნება.

საქართველოს პრეზიდენტი ამავე წერილში, საქართველოსგან ცალმხრივად გამოყოფილი და დამოუკიდებლობა გამოცხადებული სეპარატისტული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაძევებული საქართველოს მოქალაქეების უკან, თავიანთ კერებში დაბრუნების შესაძლებლობის მიცემასაც მოითხოვს



მსგავსი ინფორმაციები