სირიის ოპოზიცია იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს

სირიის ოპოზიცია იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს

სირიის ოპოზიცია იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს

სირიაში ოპოზიციონერების მიერ ჩამოყალიბებულ ყველაზე დიდი სამხედრო ჯგუფის მფლობელი „ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტი“, თურქეთ-რუსეთს შორის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს. მათ ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული მესიჯით აღნიშნეს. „ჩვენ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ომის დაბლოკვისთვის. სოჭში გამართული შეხვედრებით მიღწეული შეთანხმება თურქეთის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი დიპლომატური ნაბიჯი გახლდათ. იდლიბის მოსახლეობა ამ შეთანხმებით ძალიან კმაყოფილია. ჩვენ, ბაშარ ასადის რეჟიმის ჩამოგდებისათვის და რუსეთის და ირანის მიერ მოსალოდნელი ყოველგვარი თავდასხმებისათვის ყოველთვის მზად ვიქნებით,“ ნათქვამია ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის 17 სექტემბერს სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ „იდლიბში დაძაბულობის შემცირების და სიტუაციის დარეგულირების“ მემორანდუმი იქნა გაფორმებული.



მსგავსი ინფორმაციები