აქტუალური თემის ანალიზი 40.2018

სოჭის შეთანხმების შემდეგ იდლიბში შექმნილი შესაძლებლობები და სირთულეები

აქტუალური თემის ანალიზი 40.2018

აქტუალური თემის ანალიზი 40/2018

სოჭის შეთანხმების შემდეგ იდლიბში შექმნილი შესაძლებლობები და სირთულეები

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

ბოლო პერიოდში დღის წესრიგში მდგარი იდლიბის საკითხის სოჭში მიღწეული შეთანხმების შედეგად გადაჭრის მცდელობა მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია იდლიბის, სადაც 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რეჟიმის თავდასხმებისგან დაცვა. თურქეთის მცდელობებით და მტკიცე პოზიციით იდლიბზე შესაძლოა ოპერაცია აღკვეთილი იქნა.  

თურქეთსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების ასპექტში იდლიბში ფრონტის ხაზის გასწვრივ 15-20 კილომეტრის სიღრმეში განიარაღებული ზონის შექმნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამისათვის როგორც ოპოზიციის ასევე რეჟიმის მხრიდან მძიმე შეიარაღება იქნება გატანილი და რეგიონიდან გავლენ ტერორგანიზაციები. ამასთანავე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ლაზკიეს და დამასკოს ალეპოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები M4 და M5 ისევ გაიხსნება სამოქალაქო პირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა და რუსეთმა სოჭში მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, თურქეთისა და რუსეთის მიერ ამ შეთანხმების შესასრულებლად შესაძლოა ზოგიერთი დაბრკოლება შეიქმნას.  

იმ საკითხებიდან რაზეც რუსეთია პასუხისმგებელი, ყველზე დიდი პრობლემაა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტი შეიარაღებული ჯგუფები, რადგანაც ირანის სოჭის სამიტზე არ ყოფნამ, სოჭის შეთანხმების შესრულების საკითხში შესაძლოა ირანის მხრიდან დაბრკოლება შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა და ასადის რეჟიმმა სოჭის შეთანხმების მხარდაჭერის თაობაზე განცხადებები გაკეთეს, ცნობილია, რომ როგორც ირანს ასევე ასადის რეჟიმს იდლიბისთვის მაქსიმალისტური პოზიცია უკავიათ. შეთანხმების შესასრულებლად საჭიროა რუსეთმა ირანის მხარდაჭერილი შიიტი შეიარაღებული ჯგუფების დარწმუნება მოახერხოს.

იდლიბში სოჭის შეთანხმების შემდეგ რეჟიმის რეგიონებიდან ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რეგიონებზე დროდადრო პროვოკაციული ცეცხლის გახსნა და რეჟიმის მეირ იდლიბის ფრონტის ხაზიდან სამხედრო კონტიგენტის არ გაყვანა აჩვენებს, რომ რუსეთს გარკვეულწილად უჭირს საკითხის შესრულება. 

თურქეთის კუთხით კი სოჭის შეთანხმების შესრულებისათვის დაბრკოლებაა რეგიონში არსებული მოთამაშეების თურქეთთან ჰარმონიულად მოქმედება ან არ მოქმედება. იდლიბის რეგიონში არსებულმა ყველაზე დიდმა სამხედრო ძალამ და თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ეროვნული გათავისუფლების ფრონტმა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მზად არიან სოჭის შეთანხმებისათვის თურქეთთან ერთად მოქმედებისთვის, თუმცა რუსეთს, ირანსა და ასადის რეჟიმს არ ენდობიან. თურქეთის კუთხით სოჭის შეთანხმების შესრულებისათვის ყველაზე დიდი დაბრკოლება რეგიონში არსებული რადიკალური დაჯგუფებებია. იდლიბის რეგიონში არსებული რადიკალური დაჯგუფებები შესაძლოა ორ ჯგუფად განვიხილოთ. პირველ კატეგორიაში შედის მარტო „ჰეიეთ თაჰრირ ელ შამი“, მეორე კატეგორიაში კი შედიან დანარჩენი მცირე რადიკალური ჯგუფები. სავარაუდოდ, „ჰეიეთ თაჰრირ ელ შამი“ იდლიბის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის სიმპათიის მოპოვების პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს. ამასთანავე „ჰეიეთ თაჰრირ ელ შამი“ საკუთარ იდეოლოგიურ ინტერსებს, ზომიერ ოპოზიციასა და თურქეთს შორის ბალანსირებული პოლიტიკის გატარებას ცდილობს. მნიშვნელოვანია ის რომ „ჰეიეთ თაჰრირ ალ შამს“ სოჭის შეთანხმების საკითხზე მათი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია. სოჭოს შეთანხმების შესასრულებლად „ჰეიეთ თაჰრირ ალ შამი“ განიარაღებული რეგინის დატოვებისათვის შესაძლოა დაარწმუნონ, თუმცა „ჰურაშ ედ დინის“ მსგავსმა უფრო რადიკალურმა და პირდაპირ ალ ქაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა კი ღიად განაცხადეს, რომ უარს ამბობენ სოჭის შეთანხმებაზე. ამ ასპექტში თურქეთი შესაძლოა იძულებული გახდეს მის მხარდამჭერ ჯგუფებთან ერთად ამგვარი რადიკალური ჯგუფების წინააღმდეგ საჭირო ნაბიჯები გადადგას.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  თურქეთი, რომელმაც სირიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეშ-ის და PKK/YPG-ს მსგავსი ტერორგანიზაციებისგან გაწმინდა, სოჭის შეთანხმების ასპექტში და საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად იდლიბის რეგიონს საშუალო და გრძელ ვადებში ტერორისტული ელემენტებისგან გაწმენდს. თურქეთის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში იდლიბი სირიელი სამოქალაქოების მშვიდობიანად ცხოვრებისათვის შესაძლოა ახალ ტერიტორიად იქცეს.

 



მსგავსი ინფორმაციები