იდლიბიდან მძიმე საბრძოლო ტექნიკა გაჰყავთ

სოჭის შეთანხმებამ პირველი შედეგები გამოიღო

იდლიბიდან მძიმე საბრძოლო ტექნიკა გაჰყავთ

თურქეთ-რუსეთს შორის ქალაქ სოჭში სირიის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულმა შეთანხმებამ პირველი შედეგები გამოიღო. თავისუფალი სირიის არმიის დაქვემდებარებაში მყოფი, სირიის ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტის პრესსპიკერმა ნაჯი მუსტაფამ განაცხადა, რომ სოჭში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში იდლიბიდან მძიმე საბრძოლო ტექნიკის გაყვანა უკვე დაიწყეს. მისივე თქმით ბაშარ ასადის რეჟიმისგან მოსალოდნელი ნებისმიერი სახის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების მიღებასაც  აგრძელებენ.  მისივე თქმით,  მძიმე სამხედრო ტექნიკის იდლიბიდან გაყვანა, თურქეთის წარმომადგენლების კოორდინაციით ხორციელდება. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან მიმდინარე წლის 7 სექტემბერს თეირანში, თურქეთ-რუსეთ-ირანს შორის გამართულ სამთა სამიტზე დღის წესრიგში დაყენებული იდლიბის განიარაღების საკითხის შემდეგ 17 სექტემბერს ქალაქ სოჭში, ერდოღანმა და პუტინმა მორიგი შეხვედრა გამართეს რა, იდლიბის დემილიტარიზებული  ზონად გამოცხადებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული შეთანხმების შემდეგ რეგიონის უსაფრთხოება, თურქ და რუს სამართალდამცველებმა კოორდინირებულად დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები