მლადენოვმა პალესტინის მდგომარეობა შეაფასა

“ღაზა აფეთქების პირასაა“

მლადენოვმა პალესტინის მდგომარეობა შეაფასა

გაეროს სპეციალურმა კოორდინატორმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის საკითხებში, ნიკოლაი მლადენოვმა განაცხადა, რომ ისრაელის ბლოკადის ქვეშ მყოფ ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

იერუსალიმში მყოფი მლადენოვი ვიდეო კონფერანსით დაუკავშირდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას და პალესტინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა რა, თქვა: "ღაზა აფეთქების პირასაა, ეს არ არის გადაჭარბებული გამოთქმა ან გაფრთხილება, არამედ სრული სიმართლეა. მარადიული ოკუპაცია არ ემსახურება მშვიდობას, პირიქით, იგი ძალადობასა და ერთი  სახელმწიფოს რეალობაში გადაიზარდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ღაზაში უმუშევრობის მაჩვენებელი 53%-ს შეადგენს, ხოლო პალესტინელ ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი 70%-ია და ყოველი ორი პალესტინელიდან ერთი, სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს“, ხაზგასმით აღნიშნა მლადენოვმა და დაამატა: “ისეთი ძირითადი ინდიკატორები, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, უსაფრთხოება და პოლიტიკური, აგრძელებს გაუარესებას. ჩვენ კიდევ ერთი კონფლიქტის ზღვარზე ვართ, რომელიც არავის არ სურს და რომელსაც ექნება დამანგრეველი შედეგები, ამიტომაც, მისი პრევენციის მიზნით ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე წარმოთქმული წინადადებები“.

მისივე აზრით, ისრაელ-პალესტინის მზარდი დაძაბულობის პრევენციისთვის დრო არ რჩება და თუ სასწრაფო ზომები არ მიიღება, მაშინ, მისი შედეგები ყველასთვის საშინელი იქნება.

მანვე ხაზგასმით განაცხადა, რომ ღაზაში ელექტროენერგია, წყალი, ჰიგიენა, ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა დაუყოვნებლივ უნდა გაუმჯობესდეს, რამეთუ, ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება შეამცირებს დაძაბულობის გაზრდის საფრთხეს.



მსგავსი ინფორმაციები